გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 3 რეგიონული კრეათონი ბათუმის, თელავისა და ზუგდიდის რეგიონებში.

" />

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 3 რეგიონული კრეათონი ბათუმის, თელავისა და ზუგდიდის რეგიონებში.
- - -
13 ნოემბერი - 'აგრითონი', ზუგდიდი

მინი კრეათონი 'Agrithon '-ის მიზანია ინოვაციური იდეების გენერირება სოფლის მეურნეობის სფეროში. 
სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები - http://bit.ly/Agrithon

- - -
14 ნოემბერი - 'ჭკვიანი ქალაქი', ბათუმი

მინი კრეათონი 'Smart City '-ის მიზანია მოქალაქეებმა შექმნან ახალი, ინოვაციური ციფრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ქალაქის გასაუმჯობესებლად და ჭკვიანი ქალაქის განსავითარებლად.

სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები - http://bit.ly/smartcitybatumi

- - -
17 ნოემბერი -'ვაინათონი', თელავი

მინი კრეათონი 'Winethon '-ის მიზანია ინოვაციური, კრეატიული იდეების გენერირება ღვინის ინდუსტრიაში. 
სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები - http://bit.ly/winethon

- - -
ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ კვალიფიციური მენთორების დახმარებით ჩამოაყალიბონ ინოვაციური იდეები, დაამუშაონ ბიზნეს კონცეფციები და შექმნან პირველადი პროტოტიპები.

- - -
კრეათონების ორგანიზებას ახორციელებს ‘გლობალური სამეწარმეო ქსელის’ ‘ რეგიონული მეწარმეობის აკადემია’, რეგიონულ ამერიკულ კუთხეებთან , ზუგდიდისა და თელავის ტექნოპარკებთან თანამშრომლობით;

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ.

13-17 ნოემბერი

 

შეხვედრის ჩანიშვნა