img
საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო რისკები ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის თანმდევია და რაც უფრო რთული და კომპლექსურია ბიზნესი, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. საგადასახადო რისკების რეალიზება კრიტიკულ შედეგებს იწვევს საოპერაციო პროცესში და რიგ შემთხვევაში შესაძლოა ბიზნესის არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

კვალიფიციურად ჩატარებული საგადასახადო აუდიტი ზემოხსენებული რისკებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია.

საგადასახადო აუდიტის მომსახურება მოიცავს: განვლილი და მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის საბუღალტრო მონაცემებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას. საგადასახადო აუდიტი ტარდება როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების ან/და საკითხების მიმართ.

აუდიტის ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ წერილობით ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზი, საგადასახადო რისკის დონე და მათი განეიტრალების გზები.

ჩვენი მომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ!

 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • შალვა ნუცუბიძის 129ა, თბილისი 0186
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge