img
საფინანსო უწყისების აუდიტი

საფინანსო უწყისების აუდიტი (ფინანსური აუდიტი) მოიცავს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ საფინანსო უწყისების შემოწმებას და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენას, რამდენად სათანადოდ (აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით) არის აღნიშნული უწყისები შედგენილი.

საფინანსო უწყისების აუდიტის მიზნობრიობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, თუმცა ფუნდამენტურ მიზანს წარმოადგენს დამოუკიდებელი მხარის მიერ დადასტურება იმისა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური შედეგები არის სწორი და სამართლიანი.

განსხვავებული შეიძლება იყოს ასევე აუდიტის დასკვნის მომხმარებელიც, კერძოდ კომპანიის მენეჯმენტი, დამფუძნებლები, აქციონერები, ინვესტორები, სახელმწიფო, სხვა დაინტერესებული პირები.

საფინანსო უწყისების აუდიტი მენეჯმენტს ეხმარება, მოახდინოს ორგანიზაციაში არსებული შიდა კონტროლის სისტემასა თუ ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი შემდგომი გაუმჯობესება.

ჩვენი მომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ!

 

რატომ „ლოიალტე“ ?

„ლოიალტე“ ქართული ბრენდია, ქართველი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც კარგად იცნობენ, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს და მიდგომებს, ასევე ქართულ რეალობას. ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას და გამყარებულია აუდიტორების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით.

ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge