img
საგადასახადო კონსალტინგი

საგადასახადო კონსალტინგი

სწორი და დროული რჩევები მნიშვნელოვანია ნებისმიერ ტიპის ბიზნესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს სანქცირების რისკებთან, რამაც შესაძლოა ფატალური შედეგები გამოიწვიოს ბიზნესისთვის. ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან ჩაერთონ მუშა პროცესში და გაგიწიოთ კონსულტაციები საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების მონიტორინგი
  • საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციების აუდიტი, გამოვლენილ ხარვეზებზე რეკომენდაციის გაცემა
  • ინდივიდუალური და კორპორატიული საგადასახადო დაგეგმარება
  • ლოკალური და გლობალური გადასახადები
  • საგადასახადო ცვლილებების შესახებ მყისიერი ინფორმირება
  • ახალი პროდუქტების ფორმირების პროცესში ჩართულობა
  • წელიწადში ერთხელ კომპანიის შესაბამისი თანამშრომლის დატრენინგება

წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებთან

  • საგადასახადო შეტყობინებით გათვალისწინებული ფორმების შევსება და პირველად გასაუბრებაში მონაწილეობა
  • შემოწმების პროცესში კონსულტაციები და მხარდაჭერა

საგადასახადო დავებში მხარდაჭერა

  • საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე პოზიციის წარმოდგენა და განხილვაში მონაწილეობა
  • საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება შესაბამის ინსტანციაში

საქმიანი დოკუმენტების მომზადება (კონტრაქტი, ოქმი)

საქმიანი მოლაპარაკებების (ბიზნეს გარიგებების) წარმოება რწმუნებულების სტატუსით

სხვა კონსულტაციები კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge