img
ინტელექტუალური სამართალი

ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან და თავის თავში აერთიანებს როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, აგრეთვე სამრეწველო სამართლით გათვალისწინებულ საკითხებს.

ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა და მათი სწორად განხორციელება განხორციელებისათვის   ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს.

საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები შემოქმედს ან პატენტის, სასაქონლო ნიშნის თუ საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.

 „ლოიალტე“-ს იურისტთა გუნდი დაგეხმარებათ საავტორო და მომიჯნავე უფლებების, აგრეთვე სამრეწველო სამართლით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და მათ რეალიზებაში.  მომსახურება მოიცავს:

  • ურთიერთობიდან გამომდინარე შესაბამისი ხელშეკრულების შედგენას (განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება, პატენტის ხელშეკრულება და სხვ.);
  • უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში წარმომადგენლობას და სარეგისტრაციო პროცედურებში მხარდაჭერას;
  • წერილობით და ზეპირ კონსულტაციას, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის ინტელექტუალურ საკუთრებასთან;

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge