img
ხელშეკრულების ტექსტუალური მომზადება/რევიზია

სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნება განაპირობებს ხელშეკრულებათა სიმრავლეს, მათ სირთულესა და კომპლექსურობას.

ხელშეკრულების ტექსტუალური მომზადება უკავშირდება ხელშეკრულებაში კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას. ამისათვის, Loialte legal-ის პროფესიონალ იურისტთა გუნდი იყენებს სპეციალურ სამართლებრივ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა ხელშეკრულების ტექსტი ჩამოყალიბდეს  ისეთი ფორმულირებით, რომ შემდგომში მაქსიმალურად იქნეს აცილებული სამართლებრივი დავები მხარეთა რეალური ინტერესების დასადგენად.

ხელშეკრულების შედგენა საჭიროებს მხარეთა ურთიერთმფარავი ნების ფორმირებას ერთ დოკუმენტად. ჩვენი იურისტები ხელშეკრულების შედგენისას გაგიწევენ სათანადო დახმარებას სავარაუდო სამართლებრივი და ფინანსური შედეგების შესახებ.

ხელშეკრულების რევიზია გულისხმობს უკვე გაფორმებული ხელშეკრულების სავარაუდო შედეგების შეფასებასა და შესაბამისი რჩევების გაცემას. ხელშეკრულების რევიზია კლიენტს ეხმარება შეცდომების იდენტიფიცირებაში, რომელიც შემდგომი პრევენციის საშუალებას იძლევა.

Loialte legal ეხმარება კლიენტებს სამართლებრივი გზებით განავითარონ კომერციული საქმიანობა და ბიზნეს ოპერაციების მხარდასაჭრად სთავაზობს სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს. სახელშეკრულებო მომსახურება უზრუნველყოფილია ერთი გუნდის მიერ, რომელიც მუდმივ რეჟიმში მზად არის შეაფასოს იურიდიული რისკები და დაინახოს ფინანსური გამოწვევები.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge