img
Regulatory Compliance - სესხის გამცემი სუბიექტებისთვის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცდა „სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

ამავე წესის მიხედვით, სესხის გამცემ სუბიექტად (სგს) ითვლება პირი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

მისი საქმიანობის გათვალისწინებით, სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია განახორციელოს სესხების გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამასთან, ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია. ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში სგს-ს მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები ვრცელდება, მათ შორის:

  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების საკითხებს. სხვა მრავალ მოთხოვნასთან ერთად, რეგულირების ფარგლებში სგს-ს მოეთხოვება სრულყოფილი და სათანადო წესით შევსებული ანგარიშგებების წარდგენა ეროვნულ ბანკში, გარკვეული პერიოდულობით;
  • ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დაცვით;
  • რეგულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, რომელიც არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს ასევე, სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს;
  • ფინანსური აღრიცხვის წარმოება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ერთიანი გეგმის მიხედვით. ასევე, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, ყოველწლიურად სავალდებულო წესით ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-სთვის წარდგენა;
  • პერსონალური მონაცემების დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  • შრომითსამართლებრივი მოთხოვნები, რომელიც შესაბამისობაში იქნება შრომის კოდექსით და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებთან.

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის სათანადოდ შესრულება სესხის გამცემ სუბიექტებს ევალებათ, იმისთვის, რომ შეუფერხებლად და კანონის ფარგლებში განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ამავდროულად, ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები, რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა მძიმე ტვირთად იქცეს სესხის გამცემი სუბიექტისთვის.

Loialte legal-ის გუნდი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებში. ჩვენი კონსულტანტებს გააჩნიათ საჯარო თუ ჯერძო სექტორში მუშაობის მრავალწლანი გამოცდილება, რაც კრიტიკულად მნიშნელოვანია აღნიშნულ თემებზე სამუშოად, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით. გთავაზობთ, როგორც სრული პროცესის აუთსორინგს, ასევე ცალკეული საკითხებში დახმარებას.
მართე რისკები გონივრულად!

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge