img
კონსულტაცია - სამართლებრივი შესაბამისობა (compliance)

სამართლებრივი შესაბამისობა და კონსულტირება გულისხმობს კლიენტების საქმიანობიანობის შესაბამისობის კვლევას საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში. სამართლებრივი შესაბამისობის კვლევა მოიცავს ყველა მნიშვნელოვანი სამართლებრივ გარემოებას მათ შორის კანონმდებლობის, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებისა და მოლაპარაკებების შეფასებას.

სამართლებრივი შესაბამისობის კვლევა და კონსულტაცია მნიშნველოვანია, რათა კლიენტმა გადაწყვეტილებები მიიღოს და საქმიანობა წარმართოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მის ფარგლებში.

Loialte legal-ის იურისტებთან კონსულტირების შედეგად კლიენტი იღებს ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ ინფორმაციას,  საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზით, სხვადასხვა პრობლემების სამართლებრივი გადაჭრის გზებს, კომერციული რისკ-ფაქტორების შეფასებასა და ანალიზს. კონსულტაციის პროცესი, აგრეთვე, მოიცავს სამართლებრივი რჩევების გაცემას ყველა რელევანტურ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი იურისტები უზრუნველყოფენ კლიენტთა დროულ ინფორმირებულობას საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კლიენტების საქმიანობაზე.

სამართლებრივი შესაბამისობის სერვისით სარგებლობა აუცილებელი არ არის საზედამხედველო ორგანოების მიერ გამოძიების დაწყების შემდგომ განხორციელდეს, სამართლებრივი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე.

შესაბამისობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2Km0X32

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge