img
იურიდიული კონსალტინგი

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარების მზარდ პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება სხვადასხვა სამართალურთიერთობების მოწესრიგება და წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების  გადაწყვეტის საკითხი. ამ თვალსაზრისით, თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარებისა და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.

დღესდღეისობით საქართველოში კვალიფიციური იურიდიული დახმარება განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიც ბიზნეს სუბიექტების (კომპანიების) საქმიანობაა, საკმაოდ პრობლემურია. პრობლემურია როგორც კომპანიების შიდა კორპორაციული სტრუქტურის მოწყობა და დასაქმებულთან გამართული სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება, ისე მესამე პირებთან წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგება.

წარმოშობილი პრობლემური საკითხის მოგვარების მიზნით, „ლოიალტე“ გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას სამართლის შემდეგ სფეროებში:

  • ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კონსულტაცია
  • საკორპორაციო სამართალი
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საბანკო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • სესხის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • აქტივების ყიდვა-გაყიდვა, დებიტორებთან ურთიერთობა
  • შრომის სამართალი

ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკულები და მართოთ რისკები გონივრულად!

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge