img
პერსონალური მონაცემების დაცვის კონსალტინგი

21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა.

კომპანიების მიერ პერსონალური მონაცემების არასწორად დამუშავებამ  (შენახვა, გამოყენება, აღრიცხვა, მესამე პირებისთვის განდობა და სხვა) შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის ფინანსურ და მორალურ მდგომარეობას და მომავალში მონაცემთა მართლზომიერად გამოყენებას. ამ მიზეზით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ პერიოდულად ხდება კომპანიების კონტროლი და მათ მიერ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სტანდარტების შეფასება.

შემოწმების შედეგები შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს კონკრეტული ორგანიზაციისთვის. კერძოდ, ინსპექტორს შეუძლია მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, დააკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა, მიმართოს სასამართლოს და სხვ.

პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით კომპანიები ცდილობენ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის ვალდებულებაა პერსონალურ მონაცემთა გამოყენება მოხდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, ისე რომ თავიდან აირიდოს  მონაცემთა არასასურველი გამჟღავნება მესამე პირისთვის, რაც საკმაოდ დიდ რესუსრთანაა დაკავშირებული და მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას. 

ლოიალტეს გუნდი მზად არის მომსახურება გაგიწიოთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში შემდეგი მიმართულებებით:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემა და რეკომენდაციების მომზადება:

 • შრომით ურთიერთობებში;

 • საფინანსო დაწესებულებებისთვის;

 • ჯანდაცვის სფეროში არსებული კომპანიებისთვის;

 • სარეკლამო კამპანიის განხორციელებისას;

 • ქონების უსაფრთხოების დაცვასთან მიმართებით;

 • მომსახურების გამწევი სხვა კომპანიებისთვის;

  • ხელშეკრულებების შესაბამისობაში მოყვანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მოთხოვნებთან;
  • წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში და სასამართლოში.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge