img
შრომის ინსპექტირება ლოიალტეს მეთვალყურეობის ქვეშ

გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა დამკვეთს სურვილი ქონდეს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობდეს საკუთარი თანამშრომელი, თუმცა ამავდროულად უნდოდეს, რომ სამუშაოები მიმდინარეობდეს კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ. მსგავსი შემთხვევებისთვის გთავაზობთ შრომის ინსპექტირების მომსახურებას ლოიალტეს ზედამხედველობისა და ჩართულობის პირობით. მომსახურება მოიცავს:

  • მეთოდოლოგიის გაწერას
  • მეთოდოლოგიის პრაქტიკაში იმპლემენტაციში დახმარებას
  • მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს
  • გარკვეული პერიოდულობით შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგებას დამკვეთთან
  • ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირებას, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების გამოვლენას და ანგარიშგებას დამკვეთთან

ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ლოიალტეს გუნდის მიერ პერმანენტულად მოხდება დამკვეთისგან უკუკავშირის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. 

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსხვავდება კომპანიის მახასიათებელი სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, მათ შორისაა საქმიანობის სპეციფიკა, ზომა, თანამშრომელთა რაოდენობა, ლოკაცია და ა.შ.

შეგვიძლია შესასრულებელი სამუშაოები დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად: საოფისე საქმიანობა და განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა. ქვემოთ მოცემულია საკითხები, რომელიც აუცილებელია გათვალისიწნებული იქნას შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის მიერ (თუმცა ეს ნუსხა არ არის ამომწურავი):

მომსახურება საოფისე საქმიანობისთვის

  • სამუშაო ადგილთან დაკავშირებული საფრთხეები
  • მოსალოდნელი საფრთხეები საოფისე ინვენტარის გამოყენებისას
  • სენსორები (კვამლის, გაზის, ჰაერის, განათების, საავარიო გასასვლელის)
  • ჰიგიენა და ნარჩენების მართვა

მომსახურება განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისთვის

  • სიმაღლეზე მუშაობა
  • ამწე მოწყობილობები, ასაწევი ობიექტები და დაკიდებული ტვირთი
  • დახურულ სივრცეში მუშაობა
  • მოძრავი მანქანა დანადგარები
  • უძრავი მანქანა-დანადგარები
  • ხელსაწყოები (ელექტრო და მექანიკური)
  • სამუშაო მეთოდოლოგიის დადგენა
  • პ.დ.ა - პირადი დაცვის აღჭურვილობა
  • სახანძრო უსაფრთოება
  • მექანიკური საფრთხეები
  • ელექტრო საფრთხეები
  • ქიმიური დაცვა
  • გარემოს დაცვა
  • თანამშრომელთა სწავლებები
  • თანამშრომელთა პრაქტიკული მეცადინეობები

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge