img
შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის აუთსორსინგი

დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და არაერთი საერთაშორისო აქტით. შრომის უფლება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.

შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმებით უზრუნველყოფის საკითხები შეადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საქართველომ იკისრა ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ უკვე განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები და 2019 წლის თებერვალში მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი.

საწყის ეტაპზე აღნიშნული კანონის ნორმათა მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობას, ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საოფისე საქმიანობაზე.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყოს მის მიერვე დაქირავებული შრომის ინსპექტორის მეშვეობით, ხოლო შრომით საქმიანობაზე ზედამხედველობას სახელმწიფოს მხრიდან ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური. სამსახურმა შესაძლებელია დამსაქმებლის ინსპექტირება განახორციელოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შემოწმების შედეგები შესაძლოა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდეს დამსაქმებელი კომპანიისთვის, რადგან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის რეგულაციების დარღვევისთვის შრომის ინსპექტორმა შესაძლოა დამსაქმებლისთვის განსაზღვროს სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა ან/და სამუშაო პროცესის შეჩერება. ჯარიმის მაქსიმალური თანხა ერთ ადმინისტრაციულ გადაცდომაზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს შეადგენს, რომელიც შესაძლოა დაჯამების პრინციპით ბევრად აღემატებოდეს აღნიშნულ ლიმიტს.

Loialte Legal-ის გუნდი მზად არის თავიდან აგარიდოთ სანქცირების საფრთხეები და მომსახურება გაგიწიოთ შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში შრომითი უსაფრთხოების კუთხით შემდეგი მიმართულებებით:

  • კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
  • შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების აღსრულების პროცესის მხარდაჭერა;
  • კომპანიისთვის საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა საზედამხედველო ორგანოებთან ან/და სასამართლოში;

მართეთ რისკები გონივრულად.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge