img
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 05 აპრილის ბრძანებით განისაზღვრება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობები“, რომლითაც რეგულირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მოთხოვნებისა და ვალდებულებების საკითხები.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებულ იურიდიული პირს, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას.

ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები ვრცელდება, მათ შორის:

  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების საკითხებს. რეგულირების ფარგლებში მისო-ებს მოეთხოვება სრულყოფილი და სათანადო წესით შევსებული ანგარიშგებების წარდგენა ეროვნულ ბანკში, სებ-ის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით;
  • ფინანსური აღრიცხვის წარმოება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დანაწესების მიხედვით. ყოველწლიური, ყოველკვარტალური და ყოველთვიური ანგარიშგებების წარდგენის ვალდებულება;
  • რეგულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, რომელიც არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს;
  • რეგულაციები, აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის თაობაზე, რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ თავისი აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის უზრუნველყოს შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება;
  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს მისო-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და მათზე ზედამხედველობის განხორციელების წესს;
  • პერსონალური მონაცემების დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  • შრომის კოდექსითა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებთან.

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის სათანადოდ შესრულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ევალებათ, იმისთვის, რომ შეუფერხებლად და კანონის ფარგლებში განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ამავდროულად, ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები, რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს ორგანიზაციისთვის.

Loialte legal-ის გუნდი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებში. ჩვენი კონსულტანტებს გააჩნიათ საჯარო თუ ჯერძო სექტორში მუშაობის მრავალწლანი გამოცდილება, რაც კრიტიკულად მნიშნელოვანია აღნიშნულ თემებზე სამუშოად, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით. გთავაზობთ, როგორც სრული პროცესის აუთსორინგს, ასევე ცალკეული საკითხებში დახმარებას.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge