img
საგადახდო მომსახურების პროვაიდერები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვვლის ბრძანებით განისაზღვრება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები“, რომლითაც რეგულირდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მოთხოვნებისა და ვალდებულებების საკითხები.

საგადახდო მომსახურების  პროვაიდერი წარმოადგენს იურიდიული პირს, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები ვრცელდება, მათ შორის:

  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებაში აგენტების ჩართულობის საკითხებსა და შესაბამის ვალდებულებას;
  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ყოველწლიურ, ყოველკვარტალურ და ყოველთვიურ ანგარიშგებების ფორმებს და მის შევსებას, ფინანსური აღრიცხვის წარმოებას ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დანაწესების მიხედვით.
  • რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს ლარითა და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების, ასევე უცხოური ვალუტით დასაშვები გადახდის ოპერაციების ჩამონათვალს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლისთვის საგადახდო მომსახურების პირობების ხელმისაწვდომობის საკითხებს, რათა საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს გათვითცნობიერებულად გააკეთოს არჩევანი; ზემოხსენებული რეგულაციით განსაზღვრავრება პროვაიდერების მიერ მომხმარებლისათვის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით  მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალი და მისი მიწოდების დადგენილი ფორმა;
  • ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს საგადახდო სისტემის მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებს;
  • რეგულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, რომელიც არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს;
  • რეგულაციები, აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის თაობაზე, რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება;
  • პერსონალური მონაცემების დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  • შრომის კოდექსითა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებთან.

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის სათანადოდ შესრულება საგადასახდო მომსახურების პროვეიდერებს ევალებათ, იმისთვის, რომ შეუფერხებლად და კანონის ფარგლებში განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ამავდროულად, ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები, რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს ორგანიზაციისთვის.

Loialte legal-ის გუნდი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებში. ჩვენი კონსულტანტებს გააჩნიათ საჯარო თუ ჯერძო სექტორში მუშაობის მრავალწლანი გამოცდილება, რაც კრიტიკულად მნიშნელოვანია აღნიშნულ თემებზე სამუშოად, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით. გთავაზობთ, როგორც სრული პროცესის აუთსორინგს, ასევე ცალკეული საკითხებში დახმარებას.

 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge