img
შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის აუთსორსინგი

შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის აუთსორსინგით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებათ შესაბამისი წესით სერტიფიცირებული თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს ლოიალტეს შრომის უსაფრთხოების და იურისტების გუნდთან ერთად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რისკების მინიმიზაციას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სამუშაო პროცესში. მომსახურება მოიცავს:

  • მეთოდოლოგიის გაწერას
  • მეთოდოლოგიის პრაქტიკაში იმპლემენტაციას
  • აღჭურვილობების შეფასებას, მიწოდებას
  • დამკვეთის თანამშრომელთა სწავლებას
  • გარკვეული პერიოდულობით ანგარიშგებას დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების შესახებ
  • ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირებას, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების გამოვლენას და ანგარიშგებას დამკვეთთან.

ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ლოიალტეს გუნდის მიერ პერმანენტულად მოხდება დამკვეთისგან უკუკავშირის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. 

 

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსხვავდება კომპანიის მახასიათებელი სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, მათ შორისაა საქმიანობის სპეციფიკა, ზომა, თანამშრომელთა რაოდენობა, ლოკაცია და ა.შ.

შეგვიძლია შესასრულებელი სამუშაოები დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად: საოფისე საქმიანობა და განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა. ქვემოთ მოცემულია საკითხები, რომელიც აუცილებელია გათვალისიწნებული იქნას შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის მიერ (თუმცა ეს ნუსხა არ არის ამომწურავი):

მომსახურება საოფისე საქმიანობისთვის

  • სამუშაო ადგილთან დაკავშირებული საფრთხეები
  • მოსალოდნელი საფრთხეები საოფისე ინვენტარის გამოყენებისას
  • სენსორები (კვამლის, გაზის, ჰაერის, განათების, საავარიო გასასვლელის)
  • ჰიგიენა და ნარჩენების მართვა

მომსახურება განსაკუთრებით საშიში და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისთვის

  • სიმაღლეზე მუშაობა
  • ამწე მოწყობილობები, ასაწევი ობიექტები და დაკიდებული ტვირთი
  • დახურულ სივრცეში მუშაობა
  • მოძრავი მანქანა დანადგარები
  • უძრავი მანქანა-დანადგარები
  • ხელსაწყოები (ელექტრო და მექანიკური)
  • სამუშაო მეთოდოლოგიის დადგენა
  • პ.დ.ა - პირადი დაცვის აღჭურვილობა
  • სახანძრო უსაფრთოება
  • მექანიკური საფრთხეები
  • ელექტრო საფრთხეები
  • ქიმიური დაცვა
  • გარემოს დაცვა
  • თანამშრომელთა სწავლებები
  • თანამშრომელთა პრაქტიკული მეცადინეობები

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge