img
კომპლექსური მომსახურება ინვესტორებისთვის

უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ბაზარი ჯერ ისევ ასათვისებელია მრავალი სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველო მოწინავეა იმ ქვეყნების რიგში, სადაც ინვესტირება მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის სარეიტინგო მონაცემი ბიზნესის მარტივად წარმოებასთან დაკავშირებით (doing business), რომლის მიხედვით 2019 წელს საქართველო მე-6 ადგილს იკავებს ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, ჰონგ კონგი და სამხრეთ კორეა.

ახალი ბაზრებისა და ოპტიმალური საინვესტიციო გარემოს მოძიება საერთაშორისო ინვესტორებისთვის დიდი გამოწვევაა, ვინაიდან თითოეულ ახალ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება დაკავშირებულია, როგორც ფინანსურ რისკებთან, ისე ინვესტორის განსხვავებულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევასთან. ახალ ბაზარზე შესვლა და საქმიანობის წამოწყება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია და წარმატების ალბათობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორისაა სამიზნე ბაზრის წინასწარ შესწავლა, საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, ადგილობრივ რეალობაზე მორგებული ბიზნეს გეგმის შედგენა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, საგადასახადო და იურიდიული მხარდაჭერა და სხვა.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის დროულად და ხარისხიანად შესასრულებლად აპრობირებული მეთოდია საკონსულტაციო ჯგუფთან თანამშრომლობა, რომელიც მთელი პროცესის წარმართვას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ისეთი საკონსულტაციო კომპანიის მოძიება, რომელიც კონკრეტული სამიზნე ბაზრის რეალობას კარგად იცნობს.

"ლოიალტეს" გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ინვესტიციების განხორციელების და მართვის პროცესში სრულ მხარდაჭერას, კერძოდ:

ბაზრის კვლევა და ანალიზი - იმისთვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება უცხო ქვეყანაში ინვესტირებაზე, მნიშვნელოვანია იცნობდე ამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მდგომარეობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულაციებსა და ქვეყნის სტრატეგიას უცხოურ ინვესტიციებთან და ინვესტორებთან მიმართებაში. ასევე, მნიშვნელოვანია ინფორმაცია ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე, არსებულ ტენდენციებზე და სამიზნე მომხმარებლების აუდიტორიის ქცევაზე. ბაზრის კვლევა და ანალიზი სწორედ აღნიშნული ინფორმაციების მოპოვებას, კონსოლიდირებას და ანალიზს მოიაზრებს, რაც თავის მხრივ სწორი გადაწყვეტილებების და წარმატებული ინვესტიციის წინაპირობაა.

feasibility study და რისკების შეფასება - feasibility study-ის ეტაპი შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს კონკრეტული პროექტის თუ გეგმის ხელსაყრელობა, კერძოდ: არის თუ არა ეს პროექტი მისაღებია? გაგვაჩნია თუ არა ადამიანური, ტექნიკური თუ ფინანსური რესურსი ამ პროექტის განსახორციელებლად და რაც მთავარია - მიაღწევს თუ არა ფინანსური შედეგები სამიზნე მომგებიანობას?

ადგილობრივ რეალობაზე მორგებული ბიზნეს გეგმის შედგენა - ჩვენ შევადგენთ სრულფასოვან ბიზნეს გეგმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის დეტალი, რაც დაკავშირებულია ბიზნესის წარმოებასთან. ბიზნეს გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბაზარზე შესვლის სტრატეგიას და ბიზნესის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას. ასევე, დეტალურად იქნება განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • კონკურენტების ანალიზი
  • მარკეტინგული სტრატეგია
  • ფინანსური მოდელირება და საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზირება
  • რისკ მენეჯმენტი

მხარდაჭერა შერწყმის და შთანთქმის პროცესში M+A (mergers & acquisitions) - შერწყმა და შთანთქმა რთული და უმეტესწილად გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიონალი იურისტების, საგადასახადო სპეციალისტების და რაც მთავარია შესაბამისი გამოცდილების მქონე მენეჯერების ჩართულობას. "ლოიალტე" გთავაზობთ მთელი პროცესის განმავლობაში ჩართულობას, ოპტიმალური დანახარჯების პირობებში.

Due diligencedue diligence მოიაზრებს კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე სრულ ექსპერტიზას, როგორც სამართლებრივს, ისე ფინანსური თუ საგადასახადო თვალსაზრისით. ჩვენი გამოცდილი ექსპერტები განახორციელებენ due diligence პროცესს და წარმოგიდგენენ პროფესიონალურ დასკვნას, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.

პროფესიული მხარდაჭერა/აუთსორსინგული სერვისები - ინვესტიციის განსახორციელებლად მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ მნიშვნელოვანია საოპერაციო საქმიანობის სწორად და გამართულად წარმოება, იმისთვის, რომ საშუალო და გრძელ ვადაში თქვენმა ბიზნესმა მდგრადი განვითარება და დაგეგმილი შედეგების მიღწევა შეძლოს. 'ლოიალტე" გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

იურიდიული მხარდაჭერა

  • საინვესტიციო ხელშეკრულებების შედგენა მოლაპარაკებების პროცესში იურიდიული მხარდაჭერა;
  • საკორპორაციო სამართლებრივი კონსულტაციები;
  • საწარმოს დაფუძნება/ფილიალის რეგისტრაცია;
  • ხელშეკრულებების ტექსტუალური მომზადება/რევიზია
  • შრომის სამართალი;
  • უძრავი ქონების სამართალი საიმიგრაციო სამართალი;
  • სამართლებრივი შესაბამისობა ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • საინვესტიციო დავებში მხარდაჭერა.

საგადასახადო მხარდაჭერა

  • ინდივიდუალური და კორპორატიული საგადასახადო დაგეგმარება
  • საგადასახადო კონსალტინგი
  • გადასახადების ოპტიმიზაცი
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
  • საგადასახადო ორგანოებთან წარმომადგენლობა
  • საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ დაუყოვნებლივ ინფორმირება
  • ახალი პროდუქტების ფორმირების პროცესში ჩართულობა

სრული მხარდაჭერა ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური მენეჯმენტის კუთხით

  • ბუღალტრული აუთსორსინგი
  • მთავარი ბუღალტრის აუთსორსინგი
  • ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი
  • ფინანსური დეპარტამენტის აუთსორსინგი
  • ბიუჯეტირება
  • ფინანსური ანალიტიკა
  • სრულყოფილი რეპორტინგი მენეჯმენტთან და მესამე მხარეებთან (სახელმწიფო ორგანოები, საფინანსო ინსტიტუტები)

აუდიტორული მომსახურება

  • საგადასახადო აუდიტი
  • ფინანსური აუდიტი
  • სამართლებრივი აუდიტი
  • Compliance აუდიტი
  • IT აუდიტი
  • შრომის უსაფრთხოების აუდიტი

გაყიდვებში მხარდაჭერა

ადამიანური რესურსების მოძიება (HR)

მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება

IT (საინფორმაციო ტექნოლოგიები)

საშემფასებლო მომსახურება - ბიზნეს ტრანზაქციების წარმოების პროცესში ხშირად საჭირო ხდება კონკრეტული უძრავი თუ მოძრავი ქონების ან ზოგადად ბიზნესის შეფასება და საბაზრო ღირებულების დადგენა. "ლოიალტეს" პროფესიონალი შემფასებლები შეგიფასებენ როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ, უძრავ და მოძრავ აქტივებს.

წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან - ბიზნესოპერაციების დროულად განხორციელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სტრუქტურებთან/მარეგულირებელ ორგანოებთან სწორი ფორმით კომუნიკაცია და ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდება. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც კარგად ესმით როგორ იურთიერთონ სახელმწიფო ორგანოებთან.

წარმომადგენლობა საფინანსო ინსტიტუტებთან - საქართველოში დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს კომერციული ბანკები, რომლებიც რეგულირებულნი არიან საქართველოს ცენტრალური ბანკის მიერ. გარდა დაფინანსებისა, საბანკო მომსახურება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განსახორციელებლად, რისთვისაც აუცილებელია მინიმუმ საბანკო ანგარიშების არსებობა და განკარგვა. "ლოიალტე" გთავაზობთ საფინანსო ინსტიტუტებთან წარმომადგენლობას. თქვენ მოგემსახურებიან ყოფილი ბანკირები, რომლებსაც კარგად ესმით ბანკებთან თანამშრომლობის სპეციფიკა, როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით.

ადგილობრივ საჯარო თუ კერძო ტენდერებში მხარდაჭერა - ხშირს შემთხვევაში უცხოელი ინვესტორების ინტერესს წარმოადგენს ტენდერები, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების მიერ გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვება ხშირად დამოკიდებულია სატენდერო დოკუმენტაციის სწორად ფორმირებასა და დადგენილ ვადებში წარდგენაზე. "ლოიალტე" გთავაზობთ სრულ სატენდერო მომსახურებას, პროფესიონალი იურისტებისა და საგადასახადო ექსპერტების ჩართულობით.

სრულად წარმომადგენლობა სამიზნე ქვეყანაში (კლიენტის სახელით საოპერაციო საქმიანობის წარმართვა) - გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებებისა, გთავაზობთ ბიზნესის წარმოების სრულ აუთსორსინგს, რა გულისხმობს, ინვესტორის სახელით ბიზნესის მართვას, წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტითა და სამიზნე მაჩვენებლებით. ჩვენს გუნდში დაგროვილია როგორც სტარტაპ პროექტების, ისე მსხვილი ბიზნესების მართვის ცოდნა და გამოცდილება. აღნიშნული მომსახურება შესაძლებლობას გაძლევთ დაბალი რისკებისა და სწორად შერჩეული ადამიანური რესურსის პირობებში, დისტანციურად და მინიმალური ჩართულობით აწარმოოთ ბიზნესი სხვა ქვეყანაში.

ტრენინგები - Loialte Prof. ჩვენი კომპანიის საგანმანათლებლო მიმართულებაა და აერთიანებს 50-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ტრენინგს. ტრენინგების მრავალფეროვნებითა და თვის განმავლობაში ჩატარებული ტრენინგების რაოდენობით, Loialte Prof. ყველაზე მსხვილი ტრენინგ ცენტრია საქართველოში. უზრუნველვყოფთ ნებისმიერი ფორმატის და თემატიკის კორპორატიული ტრენინგების დაორ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2019 წლის მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ივესტიციები ეკონომიკის სექტორებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ენერგეტიკა - 34%
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 20.5%
  • სასტუმროები და რესტორნები - 15.0%
  • ტრანსპორტი - 14.2%
  • უძრავი ქონება - 12.2%
  • დანარჩენი სექტორები - 4.1%

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge