img
Loialte Strategy

Loialte Strategy ლოიალტეს ახალი მიმართულებაა და მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიებს გნავითარებაში, შესთავაზოს მათ საუკეთესო გზები არსებული სირთლეების გადალახვის, გარემო გამოწვევებზე პასუხის გაცემისა, ეფექტურობის ზრდისა და ახალი მიზნების მიღწევის პროცესში.

Loialte Strategy მომხმარებელს სთავაზობს ბიზნესის ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას. განკუთვნილია დამწყები კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, ასევე უკვე შემდგარი და წარმატებული ორგანიზაციებისთვის. 

 

Loialte Strategy გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს

  • კომპანიის ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება

ბიზნეს მოდელი - კომპანიის ერთგვარი ხედვაა, თუ როგორ აპირებს კომპანია მისი მთავარი მიზნების რეალიზებას.

  • სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და იმპლემენტაციაში მხარდაჭერა

სტრატეგია განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით ვითარდება კომპანია და რა ეტაპები აქვს გასავლელი მთავარი მიზნის მისაღწევად.

  • ადამიანური რესურსები და ორგანიზაციული სტრუქტურა

განსაზღვრავს თანამშრომლების პასუხისმგებლობებს, გასაგებს ხდის ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პროცესების შესაბამისად და საბოლოო ჯამში სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში მოტივაციას და ეფექტურობას ზრდის თანამშრომლებში.

  • ოპერაციები და ორგანიზაციული კულტურა

ოპერაციების წარმართვა უკავშირდება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას და მოიცავს დაგეგმარებას, კოორდინირებას და კონტროლს ყველა იმ რესურსისა და ქმედებების, რაც აუცილებელია საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

ორგანიზაციული კულტურა განსაზღვრავს თანამშრომელთა ქცევას კომპანიაში და მოიცავს მათ რწმენებს, ღირებულებებს, მიღებულ წესებს, დაშვებებს და ა.შ.

  • განვითარება და პროექტების მართვა

კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განვითარებასთან, გააჩნია კონკრეტული მიზანი და მოლოდინები დასრულების ვადებთან დაკავშირებით - ტრადიციულად პროექტია. პროექტების ეფექტურად და ეფექტიანად მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი საქმიანობის პოზიტიურ თუ ნეგატიურ შედეგებზე.

  • ხარისხის კონტროლი

ხარისხის კონტროლის მიზანია არსებულ ბიზნეს პროცესებში ხარვეზების აღმოჩენა და მათი გამოსწორების უზრუნველყოფა.

 

როგორ ვმუშაობთ?

  • თანამშრომლობის პირველი ეტაპი - მიზნის განსაზღვრაა
  • პირველადი ანალიზი - უსასყიდლოთ
  • ანალიზის შესაბამისად Loialte Strategy ადგენს სამოქმედო გეგმას
  • დეტალური აუდიტი და დასკვნების შემუშავება
  • ცვლილებები რუქის შეთანხმება კომპანიასთან
  • ცვლილებების დანერგვის მხარდაჭერა

კომპანიისთვის მოსალოდნელი შედეგები

  • ქაოსური მუშაობის გადაყვანა პროცესებში და მკაფიო პროექტებში
  • გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვა
  • მოვალეობების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, გამჭირვალობის ზრდა
  • არსებული რესურსებით მაქსიმალური ეფექტურობის მიღება
  • შესრულების ხარისხის კონტროლის მექანიზმების შექმნა და შეცდომების შემცირება
  • დანახარჯების შემცირება

 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge