img
ბიზნეს გეგმის შედგენა/განახლება

ბიზნეს გეგმა კომპანიის ერთგვარი ხედვაა, თუ როგორ აპირებს კომპანია მისი მთავარი მიზნების რეალიზებას, როგორ აპირებს მოგების გამომუშავებას და როგორ გეგმავს შექმნას ღირებულება და მიაწოდოს იგი მომხმარებელს მისთვის მისაღებ ფასში.

ბიზნეს გეგმა მოიცავს ბიზნესის სპეციფიკაციის დეტალურ აღწერას, კომპანიის პროდუქტებს, პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებს, ითვალისწინებს საჭირო რესურსებს, პოტენციურ შემოსავლებს და შესაბამისად ხარჯებს.

ბიზნეს გეგმის/მოდელის ჩამოყალიბება აუცილებელი და მთავარი კომპონენტია კომპანიის ჩამოყალიბების პროცესში, ხოლო შემდგომ მნიშვნელოვანია პერიოდული მისი გადახედვა, განვითარება და მიმდინარე რეალობაზე მორგება.

რას მოიცავს Loialte Strategy-ს მომსახურება?

  • ბიზნესის დეტალური აღწერა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანალოგების მიმოხილვა
  • იმ სამიზნე ბაზრის ანალიზი, რომელზეც ამ კონკრეტული ბიზნესის პროდუქტების რეალიზაციაა გათვლილი
  • არსებული თუ პოტენციური კონკურენტების მიმოხილვა და ძირითადი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება
  • ოპერაციების/პროცესების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა
  • მარკეტინგული და გაყიდვების გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება ყველა ის აქტივობა, რომელმაც პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას და გაყიდვებს უნდა შეუწყოს ხელი
  • ბიზნესის/ახალი ბიზნეს მიმართულების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი
  • ფინანსური მოდელის შედგენა/განახლება, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი კომპანიის არსებული/დაგეგმილი შემოსავლები, ხარჯები, მომგებიანობა და ა.შ.
  • პროდუქტის ტესტირების მიზნით მინიმალური პროდუქტის მახასიათებლების ჩამოყალიბება

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge