img
სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და იმპლემენტაციაში მხარდაჭერა

რატომ ესაჭიროება კომპანიას?

სტრატეგია განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით ვითარდება კომპანია და რა ეტაპები აქვს გასავლელი მთავარი მიზნის მისაღწევად.

რატომ ესაჭიროება კომპანიას სტრატეგია? პასუხი მარტივია: სტრატეგია განსაზღვრავს მიმართულებას (რა მიმართულებით ვითარდება ის), გასავლელ ეტაპებს და პრიორიტეტებს. ეს არის ერთგვარი განვითარების რუქა, რომლის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. კომპანიაში აუცილებელია არა მხოლოდ ასეთი გეგმის არსებობა, არამედ ყველა საკვანძო მიმართულების მიერ ამ რუქის გაზიარება და საკუთარი სამოქმედო გეგმების შედგენა.

სტრატეგიული გეგმის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, მასშტაბი, არეალი, ასევე ბიზნესის/სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები.

რას მიიღებს კომპანია სწორი სტრატეგიული გეგმით?

  • კომპანიის ფუნქციური ერთეულები შეძლებენ საკუთარ სამოქმედო გეგმების შედგენას, შექმნილი გეგმები გააძლიერებენ ერთმანეთს და მოემსახურებიან საერთო მიზანს
  • გეგმა განუსაზღვრავს კომპანიის თანამშრომლებს პრიორიტეტებს, შესაძლებლობას მისცემს დაიგეგმოს და დროულად მოხდეს ყველა საჭირო რესურსის მობილიზება
  • ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამცირებს ამ პროცესის დროს
  • ამცირებს გაუთვალისწინებელი რისკების ფაქტორს
  • სტრატეგიული გეგმა აერთიანებს თანამშრომლებს საერთო მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად ზრდის მოტივაციას და პროაქტიულობას თანამშრომლებში

რას მოიცავს Loialte Strategy-ს მომსახურება?

  • კომპანიის ბიზნეს მოდელის შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შედგენა
  • კომპანიის ბიუჯეტის შედგენის პროცესის მხარდაჭერა
  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად სხვადასხვა მიმართულებების სამოქმედო გეგმების შედგენა
  • ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროებების ანალიზი და სამოქმედო გეგმის შედგენა

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge