img
ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს თანამშრომლების პასუხისმგებლობებს, გასაგებს ხდის ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პროცესების განხორციელებაზე და საბოლოო ჯამში სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში ზრდის მოტივაციას და ეფექტურობას თანამშრომლებში.

ორგანიზაციული სტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმებულთათვის რთულად გასაგები ხდება ვის უნდა მიმართონ კონკრეტულ შემთხვევებში, რაც თავის მხრივ იწვევს პროცესების ეფექტურობის მაჩვენებლის კლებას, უკმაყოფილო მომხმარებელს, დაუსრულებელ და ვადაგადაცილებულ პროექტებს და ა.შ.

რას მიიღებს კომპანია სწორი სტრუქტურის არსებობით?

  • ხარჯების ოპტიმიზაცია - დუბლირებული ფუნქციების და რესურსების არ არსებობა
  • გადაწყვეტილების მიღების და სხვა პროცესების გამჭირვალობის ზრდა
  • ხარისხიანი შიდა კომუნიკაციის პროცესი (‘გაფუჭებული ტელეფონის’ ეფექტის არიდება)
  • არსებული რესურსების ეფექტურობის ზრდა
  • საოპერაციო შეცდომების შემცირება
  • გეგმის კოორდინირებული შესრულება და შესაბამისად მისი შესრულების ხარისხის ზრდა
  • ტალანტებისთვის კომპანიის შიგნით კარიერული განვითარების შესაძლებლობები
  • თანამშრომლებში პასუხისმგებლობის ამაღლება, მეტი დელეგირება შუა რგოლის მენეჯერებზე და შესაბამისად გაზრდილი მოტივაცია

ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებასთან ერთად გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

რას მოიცავს Loialte Strategy-ს მომსახურება?

  • კომპანიის ბიზნეს მოდელის და სტრატეგიის შესაბამისად ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება
  • თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების შექმნის მხარდაჭერა
  • თანამშრომლების მოძიების და დაქირავების პროცესის მხარდაჭერა
  • თანამშრომელთა განვითარების გეგმის შედგენა
  • საჭირო ტრენინგების ჩატარება
  • შეფასების სისტემის ჩამოყალიბება

სამოტივაციო და საბონუსე სისტემის ჩამოყალიბება

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge