img
პროექტების მართვა

რატომ ესაჭიროება კომპანიის პროექტების მართვის ცოდნა?

თანამედროვე კომპანია, მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროს ეხება ბიზნესი, (მშენებლობა, აიტი სფერო, კვების ობიექტი თუ სხვა) წარმოუდგენელია პროექტების განხორციელების გარეშე. თუმცა, მიუხედავად ამისა, პროექტების ბევრი მათგანი წარუმატებელია. გავრცელებული პრობლემები ეხება რესურსებს - რომელიც ყოველთვის არასაკმარისია, გაუთვალისწინებელ რისკებს, კომუნიკაციის ნაკლებობას და ა.შ. ხშირად, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელი ხდება სწორი პროცესების დანერგვით, რაც გულისხმობს, როგორც დაგეგმარებას და შემდგომ კონტროლს, ასევე პროექტის შინაარსის, რესურსებისა და პასუხისმგებელი პირების მართვას. იმ შემთხვევაში კი, როცა პროექტების მართვისთვის კომპანიაში შექმნილია ცალკე განყოფილება, აუცილებელია არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის მართვის სწორი პროცესები, არამედ, ამ პროექტების სიმრავლის (პორტფელის) სწორი დაგეგმარების, პრიორეტიზაციის, მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.

კომპანიებში გავრცელებული პრობლემები, დაკავშირებული არასწორ პროექტების მართვასთან:

  • რესურსების არ ყოფნა
  • გეგმის და განრიგის ხშირი ცვლილება
  • კომუნიკაციის პრობლემა
  • შესრულების ხარისხის პრობლემა
  • სხვა.

*PMI სტატისტიკა: 100 დაწყებული პროექტიდან 70 წარუმატებელია

პროექტების მაგალითები:

  • ნებისმიერი ღონისძიება
  • კომპანიის ლოგოს შემუშავება
  • ახალი ტექნოლოგიის დანერგვა
  • მშენებლობა
  • ახალი მომსახურები შემუშავება
  • გაყიდვების ახალი ნიშნულის მიღწევა
  • სხვ.

რას მოიცავს Loialte Strategy-ს მომსახურება?

  • პროექტების მართვის პროცესების ანალიზი/აუდიტი და ამ პროცესების გაუმჯობესების/განვითარების შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
  • კომპანიის საჭიროებების შესაბამის მეთოდოლოგიის შერჩევას, ადაპტაციას და დანერგვის მხარდაჭერა
  • პროექტების მართვის ოფისის მუშაობის ორგანიზებას და ეფექტურობის შეფასება

პროექტების პორტფელის მართვის პროცესის დანერგვის მხარდაჭერა

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge