img
Regulatory Compliance

რეგულაციებთან შესაბამისობის (Regulatory Compliance) კონსალტინგი მიზნად ისახავს დაეხმაროს ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანაში და ურზუნველყოს შესაბამისობა არსებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან. ყველა ორგანიზაცია უნიკალურია, ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად.

მომსახურება მოიცავს

  • ხელშეკრულებების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში თავიდან ფორმირება
  • პოლიტიკების, პროცედურების, შინაგანაწესის და სხვა დოკუმენტების გადახედვა/ფორმირება
  • არსებული პროდუქტების შინაარსის და დიზაინის გადახედვა და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა
  • ახალი პროდუქტების ფორმირების პროცესში ჩართულობა და შესაბამისობაში მოყვანა მარეგულირებელ მოთხოვნებთან

შესრულების ზოგადი პროცესი

  • ორგანიზაციის საქმიანობისათვის რელევანტური და მატერიალური რეგულაციების იდენტიფიკაცია
    • რეგულაციების მატერიალურობის შეფასების დოკუმენტის შემუშავება - დოკუმენტში მოცემული იქნება იმ ძირითადი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელიც ორგანიზაციისთვის შეფასდა მატერიალურად და ასევე, განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ესა თუ ის ნორმატიული აქტი მატერიალური.
    • მატერიალური რეგულაციების ძირითადი მოთხოვნების ჩეკ-ლისტის ფორმირება - თითოეულ მატერიალურ რეგულაციაზე შეიქმნება ცალკე ჩეკ-ლისტი, სადაც მოცემული იქნება რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები კითხვების სახით.
    • შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაცია/განსაზღვრა - ჩეკ-ლისტის შევსებამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად განისაზღვრება სხვადასხვა პროცესზე პასუხისმგებელი განყოფილებები/პირები.
    • ჩეკ-ლისტის განთავსება მონიტორინგის სისტემაში პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მითითებით - ჩეკ-ლისტები განთავსდება მონიტორინგის სისტემაში, რომელიც შეასრულებს ძირითადი დოკუმენტის კატალოგის, ასევე მონიტორინგის ფუნქციას. აღნიშნულ სისტემაში დარეგისტრირდება გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მითითებით.
  • რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მონაწილეობით
    • პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების დახმარება - პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მიერ ჩეკ-ლისტის შევსებისას დახმარება გულისხმობს გაურკვეველ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების მიწოდებას. ასევე, შევსებული ჩეკ-ლისტების გადახედვას და საჭიროებების შემთხვევაში კორეტქირებას.
  • შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვის კოორდინაცია
    • მიღებული შედეგების ანალიზი პასუხისმგებელ განყოფილებებთან/პირბეთან და მენეჯმენტთან ერთად - ჩეკ-ლისტის კითხვებზე გაცემული პასუხის ანალიზის შედეგად მოხდება იმ სფეროების გამოვლენა, რომელთა მიმართებაშიც ორგანიზაციის პროცესები არ შეესაბამება ან მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება რეგულაციით დადგენილ მოთხოვნებს. ანალიზის შედეგების განხილვა მოხდება ორგანიზაციის მენეჯმენტთან, პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მონაწილეობით.
    • სამოქმედო გეგმის განსაზღვრა - მენეჯმენტთან და პასუხისმგებელ განყოფილებებთან/პირებთან შედეგების ანალიზისას წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოფხვრას. გეგმა შეთანხმდება მხარეებთან და განისაზღვრება შესრულების ვადები და პასუხისმგებლობები. ყველა ეტაპის შესრულების შემდეგ სამოქმედო გეგმა ჩაითვლება დანერგილად და მიენიჭება შესაბამისი სტატუსი.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge