img

თანამდებობრივი ინსტრუქციების და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონალის განსაზღვრა

სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონალისა და როლის სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანი წინაპირობაა მასში შემავალი პოზიციების სწორად განსაზღვრასა და შემდგომ ამ პოზიციებზე შესასრულებელი სამუშაოების შინაარსის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც შემდგომ თანამდებობრივ ინსქტრუქციას ვუწოდებთ.

რისთვისაა საჭირო სტრუქტურული ერთეულის როლის და ამოცანების განსაზღვრა

  • სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებლობების გამოკვეთისთვის
  • სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სწორად განსაზღვრისთვის
  • სტრუქტურულ ერთეულში შემავალი თანამდებობების განსაზღვრისთვის
  • თანამდებობაზე თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრისთვის 

თანამდებობრივი ინსტრუქციები, თავის მხრივ, გულისხმობს იმ მახასიათებლების და ძირითადი ფუნქციების იდენტიფიცირებას და აღწერას, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტულ თანამდებობაზე საქმიანობის ეფქტიანად განხორციელებისთვის.

რისთვისაა საჭირო თანამდებობრივი ინსტრუქცია

  • ახალი თანამშრომლის სწორად შერჩევისთვის 
  • თანამშრომლის „ონბორდინგის“ პროცესის გამარტივებისთვის
  • თანამდებობის როლის და პასუხისმგებლობების გამოკვეთისთვის
  • კანონმდებლობის დაცვისთვის, რადგან თანამდებობრივი ინსტრუქცია შრომითი ხელშეკრულების ნაწილია

სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონალის და თანამდებობრივი ინსტრუქციების სწორად ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთი კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების/მენეჯერების ჩართულობა.

სტანდარტული პროცესის მიმდინარეობა

  • ვეცნობით კომპანიის შიდა ორგანიზაციულ მოწყობას
  • ვაკვირდებით სამუშაო პროცესებს
  • ვაგროვებთ ინფორმაციას შესაბამისი თანამშრომლებისგან ინტრვიუებით და კითხვარებით   
  • ვამუშავებთ და ვაანალიზებთ მიღებულ ინფორმაციას

 

Loialte HR დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.



მარი მეტონიძე [email protected]

Head of HRM agency - Hiro

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა