img
HR აუთსორსინგი

HR აუთსორსინგი გულისხმობს ადამიანური კაპიტალის მოძიებასთან, დაქირავებასთან, მართვასთან, შენარჩუნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გარე კომპანიისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაბარებას.

რატომ HR აუთსორსინგი

  • დამკვეთი იღებს სრულყოფილ მომსახურებას გუნდისგან, რომელიც პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული და მუდმივად საქმის კურსშია თანამედროვე ტენდენციების, ბაზარზე მიმდინარე მოვლენების და საკანონმდებლო ცვლილებების შესაახებ
  • HR აუთსორსინგი უზრუნველყოფს დამკვეთ ორგანიზაციაში HR დეპარტამენტის შეუფერხებელ და სწორად ფუნქციონირებას შიდა რესურსის გამოყენების გარეშე
  • HR აუთსორსინგი მოქნილია გადაწყვეტილებებში, რადგან საჭიროების მიხედვით ხდება ლოიალტეს გუნდის წევრების მობილიზება, რომლებიც სხვადასახვა დარგის პროფესიონალები არიან
  • HR აუთსორსინგის დროს დამკვეთ კომპანიას საშუალება ეძლევა სრული რესურსის ფოკუსირება მოახდინოს ბიზნესის განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე.

HR აუთსორსინგი ფარავს შემდეგი თემების ერთობლიობას:

  • HR სტრატეგიის შემუშვება და განხორციელება
  • HR ადმინისტრირება და რისკების მართვა
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონალის განსაზღვრა
  • თანამდებობრივი ინსტრუქციების ჩამოყალიბება
  • კორპორატიული კულტურის დანერგვა და განვითარება
  • გუნდის წევრების მოძიება და შერჩევა (რეკრუტინგი)
  • თანამშრომლების „ონბორდინგის“ პროცესის შემუშავება და დანერგვა
  • შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა
  • სამოტივაციო სისტემების დანერგვის ხელშეწყობა
  • დამსაქმებლის ბრენდინგი

გთავაზობთ თანამშრომლობის ორ ფორმატს

  • ლოიალტეს წარმომადგენლის იმპლანტი დამკვეთ კომპანიაში და მისი ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში ჩართულობა, და
  • დამკვეთის კომპანიაში არსებული HRM გუნდის მხარდაჭერა დისტანციურად.

Loialte HR დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge