img
ბიზნეს მოდელის ფორმირება / არსებული მოდელის რედიზაინი

რა არის ბიზნეს მოდელი? - ბიზნეს მოდელი არის დეტალური ბიზნეს რუქა, რომელიც აღწერს როგორ ვაწარმოებთ ან როგორ ვაპირებთ, რომ ვაწარმოოთ ბიზნესი.

იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს, უნდა ქმნიდეთ პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც ღირებულია და გარკვეულ პრობლემას წყვეტს სამიზნე მომხმარებლისთვის. ზუსტად გამოიცნო თუ რა პრობლემა აქვს მომხმარებელს და შემდეგ მოიფიქრო ამ პრობლემის ზუსტი გადაწყვეტა - სწორედ ეს არის ის საკვანძო საკითხი, რომელზე პასუხი უნდა გავცეთ, როცა ბიზნესს ვიწყებთ, ახალ ბიზნეს ხაზს ვამატებთ ან სულაც ახალ პროდუქტს ვქმნით. 

თუმცა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი პროდუქტი ბაზარზე სასურველია, მხოლოდ ერთი ნაწილია ბიზნესის წარმატებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია:

  • განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია, ვისზეც ვაპირებთ, რომ აღნიშნული პროდუქტი თუ მომსახურება გავყიდოთ
  • განისაზღვროს პროდუქტის თუ სერვისის თვითღირებულება და განხორციელდეს ფასწარმოქმნა ისე, რომ მოგების გენერირება იყოს შესაძლებელი და ამავდროულად ფასი კონკურენტული იყოს ბაზარზე შემოთავაზებულ სხვა ალტერნატივებთან მიმართებაში. 
  • განისაზღვროს მარკეტინგის და გაყიდვების ისეთი მოდელი, რომელიც შესაბამისობაშია პროდუქტთან და მის სამიზნე აუდიტორიასთან
  • შეიქმნას ხარჯების და შემოსავლების სტრუქტურა
  • და ა.შ. - განისაზღვროს ყველა ის საკითხი, რომელიც საბოლოოდ ბიზნესის მომგებიანობას უზრუნველყოფს. 

ამ და სხვა საკითხებში გასარკვევად მნიშვნელოვანია დავამუშავოთ ბიზნეს მოდელი, რომელიც პასუხის სცემს ყველა იმ კრიტიკულ კითხვას, რომელიც ბიზნეს იდეის თუ არსებული ბიზნესის შემაფერხებელი შეიძლება იყოს წარმატების გზაზე.

წარმატებული ბიზნეს მოდელი ნიშნავს მომგებიან მოდელს - ანუ, შევქმნათ პროდუქტი/მომსახურება და მივყიდოთ მომხმარებელს იმაზე მეტ ფასად, ვიდრე მისი წარმოებისთვის და რეალიზაციისთვის დავხარჯეთ. ძალიან მარტივი ფორმით შესაძლოა ბიზნეს მოდელი 3 ძირითად ნაწილად წარმოვიდგინოთ:

  • ყველაფერი, რომელიც საჭიროა, რომ რაღაც პროდუქტი თუ მომსახურება შევქმნათ
  • ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ უკვე შექმნილი პროდუქტი თუ მომსახურება გავყიდოთ, და
  • რას და როგორ იხდის მომხმარებელი

შესაძლოა ბიზნეს მოდელის თავიდან შექმნა, ასევე უკვე არსებული ბიზნეს მოდელის გადახედვა და რედიზაინი. კონკურენტულ გარემოში, როცა ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევები მუდმივად იცვლება, აუცილებელიც კია გარკვეული პერიოდულობით კრიტიკულად გადავხედოთ არსებულ ბიზნეს მოდელს და ვეძებოთ გზები, რომლითაც არსებული მოდელი კიდევ უფრო კონკურენტული გახდება. 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge