img
ფინანსური მოდელის შედგენა

ფინანსური მოდელირება გულისხმობს ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირებას მომავალში. პროგნოზი არსებული ბიზნესის შემთხვევაში, როგორც წესი ეყრდნობა კომპანიის განვლილ პერიოდში მიღებულ მონაცემებს და დაშვებებს მომავლისთვის, ხოლო ახალი ბიზნესის შემთხვევაში ხდება მხოლოდ გარკვეული დაშვებები, რომელიც გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით, იმისთვის, რომ ფინანსური მოდელი მისაღები იყოს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ძირითადი ფინანსური უწყისების მომზადება - ბალანსი, მოგება-ზარალი და ფულადი სახსრების მოძრავი უწყისი (cash flow).  ხოლო ამის შემდეგ, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მოდელების გენერირება.

ფინანსური მოდელის შექმნის მიზანია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება დაინტერესებული პირებისთვის (კომპანიის შიგნით ან კომპანიის გარეთ). ასეთი გადაწყვეტილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს:

  • კაპიტალის ზრდასთან (სესხით ან კაპიტალში ინვესტირებით)
  • ახალი ბიზნესის თუ აქტივების შესყიდვასთან
  • ბიზნესის გაფართოებასთან (მაგ: ახალი ობიექტების დამატება, გეოგრაფიული პენეტრაცია და ა.შ.)
  • გარკვეული აქტივების რეალიზაციასთან
  • ბიუჯეტირებასა და პროგნოზირებასთან
  • კაპიტალის ალოკაციასთან (პრიორიტეტების მიხედვით განაწილება)
  • ბიზნესის შეფასებასთან
  • ფინანსური სტრატეგიის შემუშავებასთან ან არსებულის გადახედვასთან და სხვ.

ჩვენს რეალობაში ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა საფინანსო ინსტიტუტებისთვის ფინანსური მოდელის წარდგენა, რათა სასურველი მოცულობის და პირობების დაფინანსება მივიღოთ. მსგავს შემთხვევებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტისთვის დახვეწილი ფინანსური მოდელის წარდგენა, რათა სრულყოფილად იქნას წარმოჩენილი კომპანიის ფინანსური შედეგები და სამომავლო პერსპექტივები და შედეგად საუკეთესო პირობებით დაფინანსების მოპოვება. ანალოგიური შემთხვევაა, როცა ბიზნესს სურვილი აქვს მოიზიდოს ინვესტიცია, მიიღოს გრანტი, ისარგებლოს სხვადასხვა სახელწმიფო პროგრამებით და ა.შ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას, ყოველთვის უმჯობესია თავად წარადგინოთ დახვეწილი ფინანსური მოდელი და არ დატოვოთ თქვენს ფინანსებზე ინტერპრეტირების საშუალება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური მოდელირება მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას და დაკვირვებით და კრიტიკულად შეარჩიეთ ადამიანი თუ აუთსორსერი კომპანია, რომელსაც მოდელის მომზადებას ანდობთ.

Primo-ს გამოცდილი ექსპერტები გაანალიზებენ თქვენს ფინანებს და მოამზადებენ ბიზნეს მოდელს, რომელიც სრულ თანხვედრაშია თქვენი ბიზნესის საჭიროებებთან, ასახავს რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამავდროულად სრულყოფილ წარმოდგენას შეუქმნის ყველა დაინტერესებულ მხარეს თქვენი ბიზნესის ფინანსურ შესაძლებლობებზე. 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge