img
დაფინანსების მოძიება

ყველა საერთაშორისო კვლევაში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის N1 პრიორიტეტულ საჭიროებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ასევე, კვლევებით დადგენილია, რომ დამწყები ბიზნესების უდიდესი ნაწილი კოტრდება და საქმიანობას წყვეტს ბიზნესის დაწყებიდან პირველივე წელს - ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ ძირითად მიზეზს ფინანსების ნაკლებობა წარმოადგენს. ფინანსური სახსრები ყველა ბიზნესის მთავარი არტერიაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფ ბიზნესებს ფული სხვადასხვა მიზნობრიობით სჭირდებათ.

დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროები არსებობს -როგორც საფინანსო ინსტიტუტები, ისე საერთაშორისო დონორები და სახელმწიფოს პროგრამები, თუმცა ინფორმაცია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რთულია გაერკვე რომელი წყარო უფრო შესაფერია თქვენი ბიზნესისთვის, საიდან შეგიძლიათ თქვენთვის ოპტიმალური პირობების მიღება და ა.შ. მეორეს მხრივ, დაფინანსების მოძიება სპეციფიური სამუშაოა, რომლის შესრულებას კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სჭირდება. სწორე ამ ფაქტორების გათვალისწინებით დავაკომპლექტეთ გუნდი, რომლის თითოეულ წვერს კონკრეტული მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია. 

ჩვენ გთავაზობთ დაფინანსების მოძიებაში დახმარებას სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის:

  • საბანკო-საფინანსო ინსტიტუტები
  • არასაბანკო-საფინანსო ინსტიტუტები
  • ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (საგრანტო პროგრამები)
  • ადგილობრივი თუ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები
  • სახელმწიფოს მიერ ბიზნესის წახალისების ან/და სუბსიდირების მიზნით შემუშავებული პროგრამები
  • უცხოური პირდაპირი ინვესტიციები

მომსახურება მოიცავს:

საფინანსო ინსტიტუტის (ბანკის ან მიკროსაფინანსოს) შემთხვევაში:

  • ბიზნესის საჭიროების გათვალისწინებით მორგებული საკრედიტო პროდუქტის შერჩევა
  • ბაზარზე საუკეთესო პირობების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება შესაბამის საფინანსო ინსტიტუტთან
  • საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვებაში დახმარება
  • შესაბამისი ბიზნეს გეგმის და ფინანსური უწყისების მომზადება და წარდგენა

ინვესტორის შემთხვევაში:

  • კონკრეტული კლიენტის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და დაფინანსების კონკრეტული მიზნობრიობის და მოცულობის განსაზღვრა
  • გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორის მოძიებაში დახმარება
  • სრული სიანვესტიციო პაკეტის ფორმირება, მათ შორის ბიზნეს გეგმა შედგენა და ფინანსური მოდელირება
  • მოლაპარაკებების წარმოების პროცესში ჩართულობა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა
  • დაფინანსების მოძიების შემთხვევაში ყველა საჭირო იურიდიული თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება

დონორი ორგანიზაციის შემთხვევაში:

  • კონკრეტული კლიენტის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და დაფინანსების კონკრეტული მიზნობრიობის და მოცულობის განსაზღვრა
  • გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მოძიება და მათთან კომუნიკაციის განხორციელება
  • მოლაპარაკებების წარმოების პროცესში ჩართულობა 
  • დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებული პროექტის და შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის დამუშავება
  • დადგენილი ფორმით დონორისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის პაკეტის ფორმირება და შესაბამისი ფორმით და პროცედურების დაცვით წარდგენა
  • დაფინანსების მოძიების შემთხვევაში ყველა საჭირო იურიდიული თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება

Primo-ს გუნდთან თანამშრომლობა თქვენთვის ზრდის დაფინანსების მარტივად და საუკეთესო პირობებით მოძიების ალბათობას, რადგან "Loialte"-ს პორტფელში თავმოყრილია ბიზნესების და პოტენციური ინვესტორების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩვენთან წლებია თანამშრომლობენ და გვენდობიან. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია, რომელიც გემსახურებათ დაფინანსების მოძიების კუთხით, უზრუნველყოფდეს დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებულ ყველა ყველა აუცილებელი მომსახურებას. Primo-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ესაა - Primo-ს გუნდთან ერთად კლიენტს ემსახურება "ლოიალტეს" გუნდი მისი მრავალფეროვანი სერვისებით და პროფესიონალების მრავალრიცხოვანი გუნდით როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით (ბათუმში უკვე დაახლოებით 1 წელია ფუნქციონირებს აჭარის რეგიონალური ფილიალი). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონებში არსებული ბიზნეს საჭიროებები ჩვენთვის პრიორიტეტულია. 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge