img
განვლილი პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა

წელს მე-4 კატეგორიის საწარმოებს პირველად მოუწევთ გასული წლების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად აუცილებელია კომპანიას ბუღალტერია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჰქონდეს წარმოებული. 

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიებს ევალებათ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (SARAS) წარდგენა. ამავე კანონის თანახმად, კომპანიები დაიყო 4 კატეგორიად და განისაზღვრა ანგარიშგების მომზადების სტანდარტი თითოეული კატეგორიისთვის.

ლოიალტეს” პროფესიონალი ბუღალტრებისა და აუდიტორებისგან დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ თქვენი საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით ან/და არსებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, კერძოდ:

  • პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ოპერაციების აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში
  • საბანკო ოპერაციების წარმოება ელექტრონულ პროგრამაში
  • ბუღალტრულ პროგრამაში შეტანილი მონაცემების წარდგენილ დეკლარაციებთან შედარება
  • მიღებული შედეგების და რეკომენდაციების დამკვეთისთვის გაცნობა
  • გამოვლენილი ხარვეზების გასწორება

ბუღალტერიის აღდგენასთან ერთად , შეგვიძლია დაგეხმაროთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენაში. 

  • დაგვიკავშირდით და გაიგეთ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი კომპანია, ასევე  მიიღე უფასო კონსულტაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge