img
CFO აუთსორსინგი - ფინანსური მენეჯერის მომსახურება

ბიზნესის მართვა ფინანსური დაგეგმარების, მართვისა და ანალიზის გარეშე მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან არასწორი და ინტუიციაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები იწვევს კომპანიის არასწორი გზით განვითარებას, ეტაპობრივად კომპანიის კონკურენტუნარიანობის შემცირებას და რიგ შემთხვევაში გაკოტრებასაც კი. 

თუმცა, მეორე მხრივ გასათვალისწინებელია, რომ კვალიფიციური და გამოცდილი ფინანსური მენეჯერის მოძიება, დაქირავება და შემდეგ შენარჩუნება საკმაოდ დიდი გამოწვევაა - აღნიშნული გამოწვევა საქართველოში ფაქტობრივად ყველა ზომის და სპეციფიკის კომპანიას ეხება. 

ლოიალტეს CFO (Chief Financial Officer)  აუთსორსინგის მიმართულება გთავაზობთ ფინანსური მენეჯერის მომსახურებას, როგორც დისტანციურად, ასევე სრული განაკვეთით (კომპანიის ზომის, საქმიანობისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით). 

ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი გულისხმობს კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიტიკას, შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას, ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგს და შესაბამისი რეპორტინგის წარმოებას. ყოველივე აღნიშნული კი კომპანიის ფინანსურ და საოპერაციო მდგრადობის მიღწევასა და შენარჩუნებას ემსახურება. 

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის პრაქტიკა სწრაფად მზარდია, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით ისეთი პროფესიული მიმართულებებით, სადაც კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება და დაქირავება მნიშვნელოვან დროით და ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. 

"ლოიალტეს" CFO აუთსორსინგი თქვენი კომპანიის სწორად და ეფექტურად განვითარების პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.

მართე რისკები გონივრულად!



ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge