img
რეპორტინგის აუთსორსინგი

იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტი დროულად ფლობდეს კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას, აუცილებელია კომპანიაში არსებობდეს რეპორტინგის გამართული სისტემა.

ამოცანა მარტივია, თუმცა მისი გადაწყვეტა საკმაოდ რთული, რადგან რეპორტინგის წარმოება ერთის მხრივ საჭიროებს რეპორტინგის სისტემის შემუშავებას (საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის იდენტიფიცირებას, რეპორტის მომხმარებელზე მორგებული ფორმების შემუშავებასა და შეთანხმებას, გამართული საინფორმაციო სისტემის მოწყობას და ა.შ.) და მეორეს მხრივ რეპორტინგში შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამაინების დაქირავებასა და შენარჩუნებას.

"ლოიალტე" გთავაზობთ ფინანსური რეპორტინგის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს, როგორც ერთჯერადად რეპორტინგის სისტემის მოწყობასა და შესაბამის პროცედურების შექმნა/იმპლემენტაციას, ასევე რეპორტინგის აუთსორსინგს - ჩვენი რეპორტინგის სპეციალისტების მიერ თქვენთვის სასურველი რეპორტების მომზადებასა და პრეზენტაციას. 

მართე რისკები გონივრულად!



ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge