img
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, სადაც კომპანიებსა და ბრენდებს შორის კონკურენცია უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს, ნებისმიერი მეწარმე ბიზნესის დასაწყისშივე ფიქრობს, რომ საკუთარი პროდუქცია ან/და მომსახურება გამოარჩიოს სხვა მსგავსი პროდუქტისგან, განსაკუთრებული და მომხმარებლისთვის ადვილად დასამახსოვრებელი ნიშნით. ამასთან, მეწარმესთვის მნიშვნელოვანია მოიპოვოს უფლება, მესამე პირებს აუკრძალოს მისი კუთვნილი ბრენდული ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის იმგვარი გამოყენება, რაც უარყოფითად აისახება მისი ბიზნესის წარმატებასა და რეპუტაციაზე.

ბრენდული ნიშნის დაცვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მათი სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება პირის მიერ წარმოებული საქონლის ან შემოთავაზებული მომსახურების საიდნეტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის საქონლისა თუ მომსახურებისგან.

სასაქონლო ნიშნად შესაძლოა დარეგისტრირდეს:

  • სიტყვა ან სიტყვათა ერთობლიობა
  • ადამიანის სახელი
  • ასოები
  • ციფრები
  • ბგერები
  • გამოსახულება
  • სამგანზომილებიანი (3D) ფიგურა
  • საქონლის ფორმა ან შეფუთვა
  • საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით

სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება 10 წლის ვადით სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტი“. სასაქონლო ნიშნის მფლობელი პირის სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ყოველი მომდევნო 10 წლით, ჯერადობის შეუზღუდავად. საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცვის არეალი შესაძლებელია გავრცელდეს სხვა ქვეყნებზეც.

სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან მისი სამომავლოდ გადადების შემთხვევაში, მეწარმე შესაძლოა დადგეს შემდეგი რისკების წინაშე:

  • სხვა პირმა შესაძლოა თავისუფლად და შეუზღუდავად გამოიყენოს იდენტური ან მსგვასი ნიშანი თავის საქმიანობაში
  • სხვა პირმა შესაძლოა თავის სახელზე დაარეგისტრიროს სასაქონლო ნიშანი, ხოლო შემდეგ აუკრძალოს ამ მეწარმეს სასაქონლო ნიშნის გამოყენება
  • მეწარმემ შესაძლოა შეარჩიოს ისეთი სასაქონლო ნიშანი, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

„ლოიალტე“ გთავაზობთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასა და დაცვასთან დაკავშირებულ შემდეგ იურიდიულ მომსახურებას:

  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
  • საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მოქმედების გავრცელება სხვა ქვეყნებზე
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში მხარის წარმომადგენლობა:
    • საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში
    • საქართველოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში
  • სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ დავაში მხარის წარმომადგენლობა საქართველოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში
  • „საქპატენტში“ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში კონტრაფაქტული პროდუქციის წინააღმდეგ სასაზღვრო ღონისძიებების გატარების მიზნით.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 129ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge