აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“ GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპერებს სთავაზობს საკუთარ მომსახურებებს განსაკუთრებული პირობებით.

ვაცნობიერებთ რა სტარტაპერების ძირითად საჭიროებებს, გთავაზობთ:

  • უფასო კონსულტაციას იურიდიულ, საგადასახადო და შესაბამისობასთან (Compliance) დაკავშირებულ საკითხებში. კონსულტაციები განხორციელდება ლოიალტეს ოფისში
  • 50%-იან ფასდაკლებას აუთსორსინგულ სერვისებზე - ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიული და შესაბამისობის (Compliance) მიმართულებით
  • 50%-იან ფასდაკლებას ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიის Loialte Prof.-ის ყველა ტრენინგზე
  • ტრენინგებზე უფასოდ დასწრება - თვის განმავლობაში 3 ტრენინგზე სტარტაპერების უფასოდ დასწრება. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.
  • საინფორმაციო მხარდაჭერას კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესში, კერძოდ, თვეში საშუალოდ 2 პოსტი განთავსდება Loialte-ს სოციალურ ქსელებში, შესაბამისი ბიუჯეტით, რაც ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას. ასევე, ჩვენი პარტნიორი სტარტაპების პროდუქტების/მომსახურებების შესახებ ინფორმაცია გაზიარდება ჩვენს პორტფელში არსებულ კომპანიებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

სპარტაპ პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობები გავრცელდება ასევე ჩვენს სხვა მომსახურებებზე, კერძოდ, სტანდარტულ ფასთან შედარებით 30%-50%-იანი ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:

  • წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოსთან
  • წარმომადგენლობა სასამართლოში/არბიტრაჟში
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
  • წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებაში დახმარება და შემდგომი მხარდაჭერა
  • საქმიანი დოკუმენტების მომზადება (ხელშეკრულება, ოქმი და ა.შ.)
  • ქონების შეფასება
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
  • ფინანსური აუდიტი
  • საგადასახადო აუდიტი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ კომპანია „ლოიალტეს“ წარმომადგენელი შემდგომი დეტალების შესათანხმებლად.
  • თანამშრომლობისთვის მზად ვართ ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან.