საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული აუთსორსინგი და იურიდიული აუთსორსინგი სპეციალური პირობებით

ბუღალტერიის აუთროსინგი და საგადასახადო კონსალტინგი

ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის სწორად განხორციელება და საგადასახადო რისკების მინიმიზება.

ლოიალტე გთავაზობთ სპეციალურად სტარტაპებზე მორგებული პროდუქტით სარგებლობას, რომელიც მოიცავს:

  • საბუღალტრო პროგრამით მომსახურება
  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • შიდა რეპორტინგი
  • დეკლარირება შემოსავლების სამსახურში
  • კონსულტაციები საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით

 

იურიდიული აუთსორსინგი

როგორც გამოცდილი, ისე დამწყები ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია შიდა კორპორაციული სტრუქტურის სწორად მოწყობა და დასაქმებულთან გამართული სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება, ასევე მესამე პირებთან წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგება.

ისარგებლე სპეციალურად სტარტაპებისთვის შექმნილი პროდუქტით:

  • საკორპორაციო სამართალი (კომპანიის წესდება, სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების მომზადება)
  • შრომის სამართალი (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების ფორმირება, შრომის შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობის შემუშავება და სხვა)
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საბანკო სამართალი
  • კონსულტაციები სამუშაო პროცესში წარმოქმნილ შემთხვევებზე

 

 

კომბინირებული პაკეტი: ბუღალტერიის აუთსორსინგი, საგადასახადო კონსალტინგი და იურიდიული აუთსორსინგი

შეთავაზება გათვალისწინებულია რეგიონში არსებული სტარტაპებისთვისაც.

 

სპარტაპ პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობები გავრცელდება ასევე ჩვენს სხვა მომსახურებებზე, კერძოდ, სტანდარტულ ფასთან შედარებით 20%-იანი ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:

  • წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოსთან
  • წარმომადგნელობა სასამართლოში/არბიტრაჟში
  • საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
  • წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებაში დახმარება და შემდგომი მხარდაჭერა
  • საქმიანი დოკუმენტების მომზადება (ხელშეკრულება, ოქმი და ა.შ.)
  • ქონების შეფასება
  • დახმარება შესაბამისობასთან (Compliance) საკითხებში
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
  • საგადასახადო აუდიტი
  • ფინანსური აუდიტი
  • ნებისიერი სახის ტრენინგი, რომელიც ორგანიზებულია კომპანია Loialte Prof.-ის მიერ

 

დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ კომპანია „ლოიალტეს“ წარმომადგენელი შემდგომი დეტალების შესათანხმებლად.
  • თანამშორმლობისთვის მზად ვართ ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან.