img

უძრავი ქონება 360 გრადუსით

პროექტი - „უძრავი ქონება 360 გრადუსით“ უნიკალურია თავისი შინაარსით და ინოვაციურია ქართული ბაზრისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული იქნება მოკლე და გრძელვადიან ტრენინგ-კურსები უძრავი ქონების და მასთან თემატურად დაკავშირებული დარგების შესახებ.

პროექტის მიზანია, ქვეყანაში უძრავი ქონებისთან დაკავშირებული სხვადასხვა თემების (გაყიდვები, ინვესტიციები, მართვა და ა.შ.) შესახებ ცნობადობის და აკადემიური ცოდნის ამაღლება საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და დაორგანიზების გზით.

პროექტის ფარგლებში შემოგთავაზებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მიერ მომზადებულ, მუდმივად განახლებად თემატიკებს. პროგრამები განკუთვნილი იქნება როგორც ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ასევე დამწყები პროფესიონალებისა თუ სტუდენტებისთვის.

ასევე, თემები მუდმივ შესაბამისობაში იქნება ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან და საჭიროებებთან, სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო თუ კონიუნქტურულ ცვლილებებთან.

 

დღის წესრიგი

10:30 – რეგისტრაცია, (ჩაი, ყავა)

10:50 - გახსნა

11:00 - უძრავი ქონების შეფასების მეთოდები და ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები - ნიკა ქევხიშვილი - Colliers Georgia -

12:00 - Feasibility Study – პროექტის კომერციული მიზანშეწონილობის კვლევა _ ლიკა რუსია-ბესელიძე - საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Cushman & Wakefield

13:00 –შესვენება (15 წთ)

13:15 - ბიზნეს მედიის როლი ბიზნესის წარმატებისთვის!_გიორგი ისაკაძე Forbes, Business Media Georgia

14:15-15:00 შესვენება ( ლანჩი, გოლფი)

15:00 - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები- თეონა კუნჭულია აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი, Loialte

16:00 - როგორ შევუქმნათ მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება - ლიკა ქარდავა - მმართველი პარტნიორი Property Georgia

17:00 შეხვედრის შეჯამება

 

შეხვედრა განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკით დაკავშირებულია უძრავი ქონების სფეროსთან, მათ შორის:

  • სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მფლობელები
  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტი
  • საკონსულტაციო, ფინანსური, იურიდიული, არქიტექტურული და სხვა კომპანიების წარმომადგნელები
  • საკრედიტო მენეჯერები, პოტენციური ინვესტორები, ფონდების მენეჯერები და ა.შ.

საორგანიზაციო დეტალები

შეხვედრის ადგილი: შეხვედრა ჩატარდება თბილისი ჰილსის სასიამოვნო გარემოშ, სადაც შეძლებთ სასარგებლო შეუთავსოთ სასიამოვნოს.

შეხვედრის თარიღი: 11 ივლისი

შეხვედრის საათები: 10:30-17:15

ტრენინგის ღრებულება: 700 ლარი (თანხა მოიცავს დღგ-ს)

site.register

სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
  • შალვა ნუცუბიძის 129ა, თბილისი 0186
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge