img

პრაქტიკული ბუღალტერია დამწყებიდან პროფესიონალამდე

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ლოიალტეში” დაგროვებული დიდი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, “ლოიალტეს” საგანმანათლებლო მიმართულება erudio გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის კურსს თბილისსა და ბათუმში. 

კურსის მიზანია  ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესწავლა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სწავლების პერიოდში, კურსის მონაწილეები შეასრულებენ  ბუღალტრულ ოპერაციებს საბუღალტრო პროგრამაში.

კურსის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების განხილვას, თუმცა ყოველი შეხვედრის დროს განხილული იქნება თეორიული მასალაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

წარჩინებულ სტუდენტებს ვთავაზობთ “ლოიალტეს” სტაჟირების პროგრამაში ჩართვას, სადაც ისინი კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან ბუღალტრულ აღრიცხვას. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რეალური შანსი ექნებათ დასაქმდნენ “ლოიალტეს” ბუღალტრულ დეპარტამენტში. “ლოიალტე” სწრაფად მზარდი კომპანიაა, შესაბამისად ახალი თანამშრომლების საჭიროება მუდმივად არსებობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ლოიალტე” წარმოდგენილია 2 ფილიალით - თბილისში და რეგიონული ფილიალით ბათუმში, რაც კიდევ უფრო ზრდის დასაქმების შესაძლებლობას. 

კურსის გავლა მიზანშეწონილია

  • დამწყები ბუღალტრებისთვის
  • მოქმედი ბუღალტრებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
  • მცირე ზომის კომპანიების დამფუძნებლებისთვის და დირექტორებისთვის, რომლებიც თავად აწარმოებენ ბუღალტერიას
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს საკუთარი კარიერა ბუღალტრულ საქმიანობას დაუკავშიროს

შენიშვნა: სტარტაპ კომპანიების დამფუძნებლებისა თუ დირექტორებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება - 50%-იანი ფასდაკლება, როგორც აღნიშნულ კურსზე, ისე ერუდიოს ნებისმიერ სხვა ტრენინგზე.

ტრენერი

კურსს გაუძღვება - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ნათია მარტინენკო. ნათიას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე აქვს 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით სხვადასხვა დარგის წამყვან კომპანიაში. 2013 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.

კურსი მოიცავს 18 შეხვედრას და მთლიანობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი;
  • ბუღალტრული ბალანსი;
  • აქტივები;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (მარაგის) აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • კაპიტალის აღრიცხვა;
  • დღგ-ის დეკლარაცია;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია;
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია;
  • საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის www.pensions.ge გაცნობა;
  • საწარმოს ფინანსური მდგომარეობის უწყისი (ბალანსი);
  • საწარმოს საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის) უწყისი;
  • საწარმოს ფინანსური ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ;
  • საწარმოს საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
  • ფინანსური ანგარიშგება, როგორც ფინანსური ანალიზის ძირითადი საინფორმაციო ბაზა.

დამატებითი ბენეფიტები

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს დამატებით ექნებათ 3 საათის გამოყენების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს კონკრეტული, პრაქტიკული კონსულტაციების მიღებას ტრენერისგან. აღნიშნული ბენეფიტის გამოყენების ვადაა კურსის დასრულებიდან მომდევნო 2 თვე. 

ასევე, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური პირობებით erudios-ს შემდეგ ტრენინგებზე:

  • ექსელის სრული კურსი
  • IFRS
  • საგადასახადო კანონმდებლობა

ასევე, erudio-ს ტრენინგების მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან, 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულის ბუღალტერიის კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 30%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ ტრენინგზე.

საორგანიზაციო დეტალები:

ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საათი
შეხვედრების რაოდენობა: 18 შეხვედრა (2 საათი)
ტრენინგის დასაწყისი: 19:00 - 21:00
ტრენინგის დღეები: 26, 28 ოქტომბერი - 2, 4, 9, 11, 16, 18, 23, 25, 30 ნოემბერი - 2, 7, 9, 14, 16 დეკემბერი (სამშაბათი - ხუთშაბათი)  
ტრენინგის ჩატარების ადგილი: Zoom
ღირებულება: 590 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაცია

 „ლოიალტე“ -ის  დამკვეთთან - შეთანხმება ატარებს სავალდებულო ხასიათის.

 გთხოვთ, წაიკითხოთ დაკვირვებით.

1. შეთანხმების საგანი

1.1. ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად „ლოიალტე“ (შემდგომში – „ცენტრი“) ვალდებულია დამკვეთს გაუწიოს ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს აუნაზღაუროს მომსახურების საფასური წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

1.2 ცენტრის ვებ-გვერდზე ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით დამკვეთი გამოხატავს თანხმობას ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე.

2. შეკვეთის განთავსება

2.1. დამკვეთი მის მიერ არჩეული მომსახურების მიღების შესახებ შეკვეთას განათავსებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.

2.2. დამკვეთს ინვოისი ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

2.3. დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ,  ცენტრი დამკვეთს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეკვეთის მიღების დასტურს.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. ცენტრი ვალდებულია:

3.1.1.   დამკვეთს გაუწიოს მომსახურება ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული  მომსახურების შესაბამისად;

3.1.2.   შეატყობინოს დამკვეთს ელექტონული ფოსტის მეშვეობით მომსახურების პირობების ცვლილების შესახებ;

3.1.4.   იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა ცენტრის ბრალით 10 (ათი) დღის ვადაში სრულად დაუბრუნოს დამკვეთს მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3.2. ცენტრი უფლებამოსილია:

3.2.1.   არ აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება, თუ მისი სრულფასოვანი მიწოდება ვერ მოხერხდა დამკვეთის მიზეზით (დაგვიანება, გაცდენა და სხვ.);

3.2.2.   უარი განაცხადოს მიღებული შეკვეთის შესრულებაზე, რაც  დამკვეთს ეცნობება მომსახურების გაწევის დაწყების თარიღამდე 3 (სამი) დღით ადრე;

3.2.3.   შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები და ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს დამკვეთს მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.2.4.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე დამკვეთის უარის შემთხვევაში დამკვეთს წინასწარ  გადახდილი თანხა/ ან მისი ნაწილი გადაურიცხოს მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე 10 (ათი) დღის ვადაში.

3.3. დამკვეთი ვალდებულია:

3.3.1.   სრულად და ზუსტად მიუთითოს მონაცემები ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში;

3.3.2.   წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად სრულად და დროულად გადაიხადოს შეკვეთილი მომსახურების საფასური;

3.3.3.   ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ გაავრცელოს მომსახურების პროცესში ცენტრის მიერ მიწოდებული მასალები.

3.3.4.   არ განახორციელოს ცენტრის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება;

3.3.5.   იკისროს სრული პასუხისმგებლობა მის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგებზე;

3.3.6.   წინამდებარე შეთანმხების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში აცნობოს პასუხი ცენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთის დუმილი ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე დასტურად მიიჩნევა.

3.3.5.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში 2 (ორი) დღის ვადაში ცენტრს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@erudio.ge  გაუგზავნოს საბანკო რეკვიზიტები. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარი იწვევს მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტას.

4. ანგარიშსწორება

4.1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება ცენტრის ვებ-გვერდზე (https://www.loialte.com.ge/ka/erudio) დამკვეთის მიერ არჩეული მომსახურების შესაბამისად.

4.2.      მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე შეთანხმების 2.2 პუნქტით გათვალისწინებილ ინვოისში მითითებულ ცენტრის საბანკო რეკვიზიტებზე.

4.3. წინამდებარე შეთანხმების 4.2. პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.

4.4. დამკვეთს მიერ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება შემდეგი წესის შესაბამისად:

4.4.1. ტრენინგის ღირებულების 30 (ოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება დამკვეთის ტრენინგზე რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.4.2. ტრენინგის ღირებულების  დარჩენილი 70 (სამოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს ტრენინგის დაწყებამდე  3 (სამი სამუშაო) დღით ადრე;

4.4..3. იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის დაწყებამდე დარჩენილია 3 (სამი) სამუშაო დღე ან უფრო ნაკლები, დამკვეთი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება.

 

5. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1.      მხარეები პასუხისმგებელნი არიან, აუნაზღაურონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით .

6. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება

6.1.      წინამდებარე შეთანხმების მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხიმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის („ფორს მაჟორი“) მოქმედების შედეგად. ამ მუხლის მიზნებისთვის, დაუძლეველ ძალას წარმოადგენს ომი, სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემია, ხანხარი, დივერსია, სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი.

6.2.      მხარე, რომელსაც დაუდგა ამ მუხლის 5.1. პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა, რაც მისთვის შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, იგი ვალდებულია ფორს მაჟორის წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა შეთანხმების მეორე მხარეს შეატყობინოს შესაბამისი დაუძლეველი გარემოების/გარემოებების შესახებ.

6.3. ფორს მაჟორის მოქმედების განმავლობაში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები  ჩერდება. წინამდებარე შეთანხმებით გათალისწინებული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობები განახლდება მხარეთა შემდგომი შეთანხმების საფუძველზე[A1]  ფორს მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.

6.4.      მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები თუ ფორს მაჟორი არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე.

7. კომუნიკაცია

7.1. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობებისას მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ფორმით;

7.2. მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7.3. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინება ადრესატის მხრიდან საჭიროებს წერილობით დადასტურებას;

7.4. თუ შეტყობინების მიღება დადასტურებული არ არის ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან მეორე დღეს;

8. დავათა გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი   

8.1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ  მხარეთა შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, დავას გადაწყვეს საქართველოს საერთო სასამართლო;

8.2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

9. კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემები

9.1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც დამკვეთმა სარეგისტრაციო ფორმაში განათვსა.

9.2. მხარეები ვალდებულნი არიან, როგორც წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ასევე მათ შორის ოფიციალური ურთიერთობის დამტავრების შემდეგ, დაიცვან წინამდებარე შეთანხმების 9.1. პუნტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

9.3.      კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეთანხმების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად.

9.3.      წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად დამკვეთი აცხადებს თანხმობას სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები ცენტრმა დაამუშავოს შემდეგი მიზნებისთვის:

9.3.1    შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესასრულებლად;

9.3.2..  სტატისტიკური/ანალიტიკური კვლევებისთვის;

9.3.3.   პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად;

9.3.4.   ცენტრის რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომსახურების განხორციელების პროცესში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა;

9.4.      ცენტრი წინამდებარე შეთანხმების 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემების კონფიდენციალურობას იცავს უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალურ მონაცემთა გადაცემა/გამჟღავნება მესამე პირებისათვის აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული მომახურების შესასრულებლად.

10. დასკვნითი დებულებები

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება მხარეებს შორის დადუბად ითვლება დამკვეთის მხრიდან ღილაკზე - „ვეთანხმები“ ხელის დაჭერით.

10.2. წინადმებარე შეთანხმება ძალაშია დამკვეთის მიერ ღილაკზე - „ ვეთანხმები“ ხელის დაჭერის მომენტიდან.

10.3.    მხარის მიერ წინადებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა/დროებით გამოუყენებლობა არ მიიჩნევა უფლებაზე უარის თქმად.

10.4.    წინანდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ ენაზე.

10.5.    წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ელექტრონული ფორსტის მეშვეობით და ცვლილებები ძალაშია მეორე მხარის მიერ ამ ცვლილებების მოწონების შემდგომ, თუ შეთანხმების სხვა მუხლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge