img

არარეზიდენტი პირების დაბეგვრა

ტრენინგის დროს განიხილება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არარეზიდენტი პირების დაბეგვრის კუთხით - საგადასახადო კოდექსი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მენუალები).

ტრენინგს გაუძღვება აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია შპს „ლოიალტე“-ს საგადასახადო მიმართულების აუდიტორი ალექსანდრე შერგელაშვილი. ალექსანდრეს აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • ბუღალტრებისთვის;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთის;
  • თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის;
  • უკვე დასაქმებული კადრებისთვის, არსებული ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით;
  • მათთვის ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს ბუღალტრის ან ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე;
  • კომპანიის მმართვლი პირები.

 

დღის წესრიგი:

1 დღე:

  • არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი (განსაზღვრება)
  • არარეზიდენტი პირის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

2 დღე:

  • არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა, მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრა
  • არარეზიდენტ პირებთან ურთიერთობაში მოგების გადასახადის წარმოშობის მომენტი (გადახდა/დაბრუნება)

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის ჩატარების დღეები: 25, 26 მარტი;
  • ტრენინგის დაწყების დრო: 19:00 - 21:00;
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: Zoom;
  • ღირებულება: 150 ლარი;
 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge