img

შესყიდვებისა და მარაგების მართვა

დღევანდელ რეალობაში, ქართულ ბაზარზე ნაკლებად არის გააზრებული შესყიდვების და მარაგების მართვის როლი. კომპანიების თანხის დიდი რესურსი განაწილებულია მარაგებზე და მის შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.

ოპტიმალური და ლიკვიდური მარაგების შექმნაში დიდი წვლილი უჭირავს შესყიდვებს. სწორად და მიზანმიმართულად განხორციელებული შესყიდვები, კომპანიისთვის სწორად ჩადებული ინვესტიციაა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის გამართულად ფუნქციონირებაში.

ტრენინგის მიზანია, მსმენელს გააცნოს შესყიდვების მნიშვნელობის შესახებ, საწყის ეტაპზე რა გარემოებებია მნიშვნელოვანი შესყიდებისთვის და საიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა. როგორ უნდა წარიმართოს ეფექტური შესყიდვები და რა მნიშველოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი შესყიდვების პროცესში. რა გარემოებები ახდენს გავლენას შესყიდვებზე. როგორ უნდა შევარჩიოთ მომწოდებლები და რა რისკ ფაქტორები არსებობს მომწოდებლებთან ურთიერთობის დროს.

ტრენინგი ასევე მოიცავს ლოჯისტიკურ ნაწილს და მარაგების ეფექტურ მართვას. გაეცნობით მოწოდების პირობების და მასთან დაკავშირებული დადებით/უარყოფით მხარეებს. როგორ უნდა შეიქმნას ოპტიმალური მარაგები და რა გავლენა აქვს ლიკვიდრუი ნაშთის ქონას კომპანიისთვის.

კურსს გაუძღვება - ზურაბ კაცია, რომელსაც გააჩნია 8 წლიანი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართლებით (გამოცდილება მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიც არის: სამშენებლო, სამედიცინო, საწარმოო ინდუსტირები). ის მუშაობდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებში შესყიდვების გუნდის ხელმძღვანელად. გამოცდილების ფარგლებში ურთიერთობდა მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილ კორპორაციებთან. ტრენინგის მსვლელობისას გაგიზიარებთ მის პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:
● მათთვის ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს  შესყიდვების მიმართულებით.
● უკვე დასაქმებული კადრებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით.
● შესყიდვების მიმართულებით დაინტერესებულ პირთათავის.

დღის წესრიგი:
დღე 1

  • შესყიდვები და მისი როლი კომპანიაში;
  • შესყიდვების ფუნქციონალური განხილვა;
  • მიმდინარე შესყიდვების და პროდუქტების ანალიზი.

დღე 2

  • არსებული მომწოდებლების ანალიზი;
  • პოტენციური მომწოდებლების შერჩევა;
  • ხელშეკრულების პირობების განხილვა;
  • მომწოდებლები და მასთან დაკავშირებული რისკფაქტორები.

დღე 3

  • Incoterms პირობების განხილვა;
  • მარაგების ანალიზი;
  • ლიკვიდური ნაშთი;
  • ბიუჯეტირება.

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დასაწყისი:  19:00 - 21:00;
  • ტრენინგის დღეები: 21, 22, 24 ივნისი
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom;
  • ღირებულება:  290 ლარი.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება;

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით;

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge