img

შესყიდვების მართვა მარტივად

ტრენინგის განმავლობაში ძირითადად გაზიარებული იქნება პრაქტიკული ქეისები თეორიასთან ერთად. ახალი ტენდენციები რეალურ ცხოვრებაში,  შეცვლილი გარემო და არსებული რეალობა.

კურსს გაუძღვება - ნინო ახალაძე რომელსაც 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა სექტორში, როგორც ბიზნეს, ასევე არასამთავრობო მიმართულებით, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში. დასაქმების სფერო, ადმინისტრაცია, შესყიდვები, პროექტების მართვა, ღონისძიებების მართვა.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • შესყიდვების მენეჯერები და/ან სამსახურის უფროსები;
  • ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები;
  • საოპერაციო დირექტორები;
  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველები;
  • მათ ვისაც სურს დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით.

დღის წესრიგი:

1 დღე:

  • ორგანიზაციის შიდა და გარე ფაქტორები
  • შესყიდვების როლი ორგანიზაციის სტრუქტურაში ( შიდა და გარე ფაქტორების გათვალისიწინებით)
  • ძლიერი გუნდის ფენომენი და გუნდის ხელმძღვანელის როლი
  • შესყიდვების გუნდი და მათი ფუნქციების განაწილება და მოტივაცია

2 დღე:

  • სტანდარტული შესყიდვების ძირითადი ფუნქცია და სისტემები
  • შესყიდვის კატეგორიების კლასიფიკაცია
  • ცენტრალიზებული შესყიდვა vs დეცენტრალიზებული შესყიდვები
  • რა არის ორივე შემთხვევაში მათი უპირატესობები და რისკ ფაქტორები
  • შესყიდვის რამოდენიმე პროცესების განხილვა
  • რეალური სიტუაციების განხილვა ჯგუფში

3 დღე:

  • დღევანდელი ციფრული გარემო (DIGITALIZATION)
  • ტენდერის არსი და მისი ინტეგრირება რეალურ გარემოში, ელ. ტენდერი
  • ელექტონული ტენდერის პროცესის მართვა და მისი უპირატესობები
  • მთლიანი ტენდერის პროცესის ციკლი განხილვა

4 დღე:

  • მარაგების მართვა
  • მიღებული მოთხოვნების აღრიცხვა
  • რეპორტინგი, რაში გვჭრდება ანგარიშის მომზადება (reporting) და მათი უპირატესობები

5 დღე:

  • მოლაპარაკებების სტრატეგია
  • როგორ მუშაობს პირადი ნაცნობობა რეალურ ცხოვრებაში
  • ხელშეკრულების დადება  ( contract management)
  • მომწოდებლებთან თანამშრომლობა


ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ერთჯერადი კონსულტაცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დასაწყისი:  19:00 - 21:00
  • ტრენინგის დღეები:  
  • ღირებულება: 450 ლარი 550 ლარის ნაცვლად

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

ტრენინგი ჩატარდება ტერმინალში.

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება;

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით;

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge