img

ვიზუალური კომუნიკაცია

ტრენინგის მიზანია, ავამაღლოთ ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ვიზუალური კომუნიკაცია. რა უნდა ვიცოდეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვიზუალური სტილის ჩამოყალიბებისას. რა სირთულეებს ვაწყდებით და როგორ შეგვიძლია მათი გადალახვა დღევანდელ რეალობაში.                                                                        

ტრენინგზე განხილული იქნება რა არის ვიზუალური კომუნიკაცია, რა ეტაპებისგან შედგება დიზაინერული ფიქრის პროცესი, როგორ უნდა განვსაზღვროთ და სწორად გამოვიყენოთ ვიზუალური ელემენტები იდეისა და ინფორმაციის აღსაბეჭდად. თეორიული ცოდნის შეძენა/გაღრმავებასთან ერთად, განვიხილავთ სხვადასხვა ვიზუალური კომუნიკაციის მაგალითებს.

ტრენინგს გაუძღვება - ლიკა ახვლედიანი, მარკეტინგული კომპანია 4MEDIA- გრაფიკოს დიზაინერი და ჯუნიორ არტ დირექტორი.

ტრენინგზე თქვენ გაეცნობით:

  • რა არის ვიზუალური კომუნიკაცია
  • რა არის გრაფიკული დიზაინი/ დიზანიერული ფიქრის პროცესი
  • დიზაინის იდენთიფიკატორები/დიზაინის სტრატეგია
  • როგორ მოვყვეთ ისტორია ვიზუალურად
  • რამდენად მნიშვნელოვანია ემოცია ვიზუალურ კომუნიკაციაში
  • როდის შეგვიძლია დავარღვიოთ წესები

 

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, ვისაც სურს ცოდნის შეძენა/გაღრმავება ვიზუალურ კომუნიკაციაში

დღის წესრიგი:

1 დღე:

  • ვინ ვარ მე, როგორც გრაფიკული დიზაინერი?
  • რა არის ვიზუალური კომუნიკაცია?
  • რა არის გრაფიკული დიზაინი?
  • რა არის დიზაინერული ფიქრი?
  • რას გავეცნობით კურსის განმავლობაში?

2 დღე:

დიზაინის იდენთიფიკატორები

  • ტიპოგრაფია
  • ფერთა გამა
  • სიმბოლიზმი
  • სკეჩინგის მნიშვნელობა
  • გრაფიკული ნამუშევრის სტილის განსაზღვრა

3 დღე:

დიზაინის სტრატეგია

  • ბრენდის განსაზღვრა
  • ძიების პროცესი
  • ინსპირაცია
  • მუდბორდი-სახასიათო დაფა

4 დღე:

  • ბრიფის ანალიზი
  • ფიქრის პრინციპები
  • პრეზენტაციის მნიშვნელობა
  • როდის შეგვიძლია დავარღვიოთ წესები

5 დღე:

  • ბრენდბუქის მნიშვნელობა
  • სთორითელინგი - როგორ მოვყვეთ ისტორია ვიზუალურად
  • ემოციის მნიშვნელობა ვიზუალურ ხელოვნებაში
  • დავალება

6 დღე:

  • დავალებების განხილვა
  • განვლილი მასალის შეჯამება

 

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დასაწყისი: 19:00 - 21:00
  • ტრენინგის დღეები
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
  • ღირებულება: 330 ლარი 430 ლარის ნაცვლად

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge