img

ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებების პრაქტიკული ასპექტები

მსმენელები გაეცნობიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო საგადასახადო კონვეციის პრინციპებს, კონვენციის კომენტარებისა და არსებული ხელშეკრულებების გამოყენებით, ასევე განსხვავებებს საერთაშორისო დაბეგვრასა და ადგილობრივ საგადასახადო ნორმებს შორის.

ტრენინგის მიზანია საქართველოს მიერ უცხო ქვეყნებთან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების სტრუქტურის გაცნობა, მისი სწორად წაკითხვისა და გამოყენების წესების შესწავლა სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით.

კურსს გაუძღვებიან:
მარიამ გუგუტიშვილი - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ტრანსფერ ფრაიზინგის სამმართველოს მთავარი აუდიტორი, 11 წლიანი გამოცდილებით

ნანა კავთუაშვილი
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ტრანსფერ ფრაიზინგის სამმართველოს მთავარი აუდიტორი, 9 წლიანი გამოცდილებით

ტრენერები საერთაშორისო დაბეგვრისა და ტრანსფერ ფრაიზინგის მიმართულებით აქტიურად არიან ჩართული OECD, IOTA, WB, IMF, GIZ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში.

სამიზნე აუდიტორია: 

  • საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის
  • საერთაშორისო ტრანზაქციების განმახორციელებელი კომანიების წარმომადგენლებისათვის
  • მომსახურების დამოუკიდებლად გამწევი პირებისათვის, ე.წ. „ფრილანსერები“
  • ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრებისათვის
  • თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის

დღის წესრიგი:

დღე 1 - ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებების მიმოხილვა

  • ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების არსი, მიზანი და სამართლებრივი ჩარჩო
  • ეკონომიკური და იურიდიული ორმაგი დაბეგვრა
  • ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების სტრუქტურის მიმოხილვა
  • ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის წესები
  • ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების მოქმედების მასშტაბი - პირები და გადასახადები

დღე 2 - რეზიდენტობა

  • რეზიდენტობის მნიშვნელობა საგადასახადო დაგეგმარების პროცესში
  • რეზიდენტობის განმარტება
  • ორმაგი რეზიდენტობის პრობლემები და გადაჭრის გზები
  • განსხვავებები საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის
  • პრაქტიკული მაგალითი

დღე 3 - გადახდის წყაროსთან გადახადების დაკავება

  • ქვეყნებს შორის შემოსავლების „განაწილების“ წესები
  • წყაროს გადასახადები - დივიდენდი, პროცენტი, როიალტი
  • ბენეფიციური მფლობელობის პრობლემები
  • ე.წ. „გამჭვირვალე“ ამხანაგობის დაბეგვრის საკითხები
  • პრაქტიკული მაგალითი

დღე 4 - ბიზნესიდან მოგება

  • რეზიდენტი/წყარო ქვეყანის საწარმოს მოგების დაბეგვრის სპეციფიკა
  • მუდმივი დაწესებულების წარმოშობის შემთხვევები
  • მოგების მიკუთვნება მუდმივ დაწესებულებაზე
  • განსხვავებები საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის
  • პრაქტიკული მაგალითი

დღე 5 - სხვა საკითების მიმოხილვა

  • აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი
  • დაქირავებით მუშაობა
  • შემაჯამებელი მაგალითი

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დღეები: ივნისიდან
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 – 21:00
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
  • ღირებულება: 300 ლარი 350 ლარის ნაცვლად

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგისტრაცია

 „ლოიალტე“ -ის  დამკვეთთან - შეთანხმება ატარებს სავალდებულო ხასიათის.

 გთხოვთ, წაიკითხოთ დაკვირვებით.

1. შეთანხმების საგანი

1.1. ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად „ლოიალტე“ (შემდგომში – „ცენტრი“) ვალდებულია დამკვეთს გაუწიოს ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს აუნაზღაუროს მომსახურების საფასური წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

1.2 ცენტრის ვებ-გვერდზე ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით დამკვეთი გამოხატავს თანხმობას ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე.

2. შეკვეთის განთავსება

2.1. დამკვეთი მის მიერ არჩეული მომსახურების მიღების შესახებ შეკვეთას განათავსებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.

2.2. დამკვეთს ინვოისი ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

2.3. დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ,  ცენტრი დამკვეთს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეკვეთის მიღების დასტურს.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. ცენტრი ვალდებულია:

3.1.1.   დამკვეთს გაუწიოს მომსახურება ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული  მომსახურების შესაბამისად;

3.1.2.   შეატყობინოს დამკვეთს ელექტონული ფოსტის მეშვეობით მომსახურების პირობების ცვლილების შესახებ;

3.1.4.   იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა ცენტრის ბრალით 10 (ათი) დღის ვადაში სრულად დაუბრუნოს დამკვეთს მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3.2. ცენტრი უფლებამოსილია:

3.2.1.   არ აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება, თუ მისი სრულფასოვანი მიწოდება ვერ მოხერხდა დამკვეთის მიზეზით (დაგვიანება, გაცდენა და სხვ.);

3.2.2.   უარი განაცხადოს მიღებული შეკვეთის შესრულებაზე, რაც  დამკვეთს ეცნობება მომსახურების გაწევის დაწყების თარიღამდე 3 (სამი) დღით ადრე;

3.2.3.   შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები და ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს დამკვეთს მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.2.4.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე დამკვეთის უარის შემთხვევაში დამკვეთს წინასწარ  გადახდილი თანხა/ ან მისი ნაწილი გადაურიცხოს მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე 10 (ათი) დღის ვადაში.

3.3. დამკვეთი ვალდებულია:

3.3.1.   სრულად და ზუსტად მიუთითოს მონაცემები ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში;

3.3.2.   წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად სრულად და დროულად გადაიხადოს შეკვეთილი მომსახურების საფასური;

3.3.3.   ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ გაავრცელოს მომსახურების პროცესში ცენტრის მიერ მიწოდებული მასალები.

3.3.4.   არ განახორციელოს ცენტრის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება;

3.3.5.   იკისროს სრული პასუხისმგებლობა მის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგებზე;

3.3.6.   წინამდებარე შეთანმხების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში აცნობოს პასუხი ცენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთის დუმილი ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე დასტურად მიიჩნევა.

3.3.5.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში 2 (ორი) დღის ვადაში ცენტრს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@erudio.ge  გაუგზავნოს საბანკო რეკვიზიტები. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარი იწვევს მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტას.

4. ანგარიშსწორება

4.1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება ცენტრის ვებ-გვერდზე (https://www.loialte.com.ge/ka/erudio) დამკვეთის მიერ არჩეული მომსახურების შესაბამისად.

4.2.      მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე შეთანხმების 2.2 პუნქტით გათვალისწინებილ ინვოისში მითითებულ ცენტრის საბანკო რეკვიზიტებზე.

4.3. წინამდებარე შეთანხმების 4.2. პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.

4.4. დამკვეთს მიერ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება შემდეგი წესის შესაბამისად:

4.4.1. ტრენინგის ღირებულების 30 (ოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება დამკვეთის ტრენინგზე რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.4.2. ტრენინგის ღირებულების  დარჩენილი 70 (სამოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს ტრენინგის დაწყებამდე  3 (სამი სამუშაო) დღით ადრე;

4.4..3. იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის დაწყებამდე დარჩენილია 3 (სამი) სამუშაო დღე ან უფრო ნაკლები, დამკვეთი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება.

 

5. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1.      მხარეები პასუხისმგებელნი არიან, აუნაზღაურონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით .

6. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება

6.1.      წინამდებარე შეთანხმების მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხიმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის („ფორს მაჟორი“) მოქმედების შედეგად. ამ მუხლის მიზნებისთვის, დაუძლეველ ძალას წარმოადგენს ომი, სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემია, ხანხარი, დივერსია, სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი.

6.2.      მხარე, რომელსაც დაუდგა ამ მუხლის 5.1. პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა, რაც მისთვის შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, იგი ვალდებულია ფორს მაჟორის წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა შეთანხმების მეორე მხარეს შეატყობინოს შესაბამისი დაუძლეველი გარემოების/გარემოებების შესახებ.

6.3. ფორს მაჟორის მოქმედების განმავლობაში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები  ჩერდება. წინამდებარე შეთანხმებით გათალისწინებული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობები განახლდება მხარეთა შემდგომი შეთანხმების საფუძველზე[A1]  ფორს მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.

6.4.      მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები თუ ფორს მაჟორი არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე.

7. კომუნიკაცია

7.1. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობებისას მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ფორმით;

7.2. მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7.3. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინება ადრესატის მხრიდან საჭიროებს წერილობით დადასტურებას;

7.4. თუ შეტყობინების მიღება დადასტურებული არ არის ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან მეორე დღეს;

8. დავათა გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი   

8.1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ  მხარეთა შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, დავას გადაწყვეს საქართველოს საერთო სასამართლო;

8.2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

9. კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემები

9.1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც დამკვეთმა სარეგისტრაციო ფორმაში განათვსა.

9.2. მხარეები ვალდებულნი არიან, როგორც წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ასევე მათ შორის ოფიციალური ურთიერთობის დამტავრების შემდეგ, დაიცვან წინამდებარე შეთანხმების 9.1. პუნტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

9.3.      კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეთანხმების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად.

9.3.      წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად დამკვეთი აცხადებს თანხმობას სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები ცენტრმა დაამუშავოს შემდეგი მიზნებისთვის:

9.3.1    შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესასრულებლად;

9.3.2..  სტატისტიკური/ანალიტიკური კვლევებისთვის;

9.3.3.   პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად;

9.3.4.   ცენტრის რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომსახურების განხორციელების პროცესში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა;

9.4.      ცენტრი წინამდებარე შეთანხმების 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემების კონფიდენციალურობას იცავს უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალურ მონაცემთა გადაცემა/გამჟღავნება მესამე პირებისათვის აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული მომახურების შესასრულებლად.

10. დასკვნითი დებულებები

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება მხარეებს შორის დადუბად ითვლება დამკვეთის მხრიდან ღილაკზე - „ვეთანხმები“ ხელის დაჭერით.

10.2. წინადმებარე შეთანხმება ძალაშია დამკვეთის მიერ ღილაკზე - „ ვეთანხმები“ ხელის დაჭერის მომენტიდან.

10.3.    მხარის მიერ წინადებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა/დროებით გამოუყენებლობა არ მიიჩნევა უფლებაზე უარის თქმად.

10.4.    წინანდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ ენაზე.

10.5.    წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ელექტრონული ფორსტის მეშვეობით და ცვლილებები ძალაშია მეორე მხარის მიერ ამ ცვლილებების მოწონების შემდგომ, თუ შეთანხმების სხვა მუხლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge