img

გრაფიკული დიზაინი

კურსის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ საბაზისო ცოდნას, რათა შემდგომ, დამოუკიდებლად შეძლოთ ვიზუალური კომუნიკაციის დამყარება აუდიტორიასთან. გრაფიკული პროგრამების, Adobe Illustrator-ისა და Adobe Photoshop-ის, საფუძვლიანად შესწავლა დაგეხმარებათ, იდეების სწორად განხორციელებაში. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, სადაც მიღებულ თეორიულ ცოდნას, გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის პროცესში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, გამოცდით და განავითარებთ.

ტრენინგს გაუძღვება - ლიკა ახვლედიანი, მარკეტინგული კომპანია 4MEDIA-ს გრაფიკოს
დიზაინერი და ჯუნიორ არტ დირექტორი.

ტრენინგზე თქვენ გაეცნობით:

  • რა არის ვიზუალური კომუნიკაცია;
  • რა არის გრაფიკული დიზაინი/ დიზაინერული ფიქრის პროცესი;
  • დიზაინის იდენთიფიკატორები/დიზაინის სტრატეგია;
  • როგორ მოვყვეთ ისტორია ვიზუალურად;
  • რამდენად მნიშვნელოვანია ემოცია ვიზუალურ კომუნიკაციაში;
  • როდის შეგვიძლია დავარღვიოთ წესები.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • მათთვის, ვისაც აინტერესებს ვიზუალური კომუნიკაცია და სურს დაეუფლოს გრაფიკულ დიზაინს.

დღის განრიგი:

დღე 1

  • ზოგადი ტური Adobe Illustrator-ში
  • რა არის Adobe Illustrator-ი
  • Adobe Illustrator-ის სამუშაო სივრცის გაცნობა
  • მენიუს ზოლი
  • სხვადასხვა კონტროლის მქონე პანელები
  • ინსტრუმენტების პანელები

დღე 2

  • მარტივი ფორმების შექმნა და მათზე მანიპულაციები (სხვადასხვა ხელსაწყოებით: selection tool, magic win tool, shape builder tool და ა.შ)
  • ფერთა სწორი განსაზღვრა
  • სტილის შერჩევა
  • ტექსტურები და ფაქტურები
    დავალება: შევქმნათ პოსტერი ფორმების გამოყენებით (თავისუფალი თემა)

დღე 3

  • Pen Tool-ის გამოყენება
  • ბლენდინგი
  • პატერნის შექმნა
  • ფორმებზე მანიპულაციები (width tool, wrap tool, bloat tool…)
  • დავალება: შევქმნათ აბსტრაქტული პოსტერი Pen Tool-ის გამოყენებით

დღე 4

  • ტიპოგრაფია და მისი წესები
  •  ტექსტის დიზაინის სწორად შერჩევა
  • ტექსტზე მანიპულაცია, მისი მოდიფიცირება
  • თანამედროვე ტრენდები
  • დავალება: შევქმნათ ტიპოგრაფიული პოსტერი

დღე 5

  • ფოტოზე მანიპულაცია
  • Clipping mask
  • Art Board-ის მნიშვნელობა, Layer-ების სწორად გამოყენება
  • პროპორციული გამეორება, ოქროს კვეთა, ნეგატირური და პოზიტიური სივრცეები...
  • დავალება: შევქმნათ პოსტერი ფოტომანიპულაციით - სოციალურ მედიაში განსათავსებლად

დღე 6

  • არსებული ფაილების გავექტორება
  • ბრენდბუქის მნიშვნელობა და მისი გამოყენების წესები
  • სხვადსხვა ბრენდების ლოგოების განხილვა
  • ლოგოს შექმნის პროცესი
  • დავალება: შევქმნათ მარტივი ლოგო და პრეზენტაცია - ლოგოს გამოყენების წესები

დღე 7

  • სახასიათო დაფის შემქნა და გამოყენება
  • ჩარჩოების შექმნა
  • დამხმარე ბადის გამოყენება
  • მოქაფების გამოყენება და ვიზუალური პრეზენტაცია
  • საშიანო დავალება - ბრენდის იდენტობა
  • დავალება: შევქმნათ სტილისტურად მარტივი ილუსტრაცია. თემა - თავისუფალი

დღე 8

  • დავალების განხილვა: ტრენინგის მერვე დღე დაეთმობა დავალებების პრეზენტაციებსა და განხილვებს.

დღე 9

  • ზოგადი ტური Adobe Photoshop-ში
  • რა არის Adobe Photoshop-ი
  • Adobe Photoshop-ის სამუშაო სივრცის გაცნობა
  • მენიუს ზოლი
  • სხვადასხვა კონტროლის მქონე პანელები
  • ინსტრუმენტების პანელები
  • დავალება: Adobe Illustrator-ში შემქნილი ფაილების მორგება Adobe Photoshop-ზე და ცვლილებების შეტანა, არსებული ცოდნის გამოყენებით.

დღე 10

  • ფილტრები, ფაქტურები, ეფექტები
  • Clipping Mask, ობიექტების განცალკევება, ამოჭრა…
  • Puppet Warp Tool, Disort… მანიპულაციები ფორმებზე
  • როგორ შევქმნათ კოლაჟი?
  • დავალება: შევქმნათ კოლაჟი

დღე 11

  • ფუნჯები, პატერნები, ტექსტურები
  • Camera row filter
  • როგორ დავამუშაოთ სურათი (spot healing brush tool, clone stamp tool…)
  • როგორ შევქმნათ ფოტომანიპულაცია?
  • დავალება: ფოტომანიპულაცია

დღე 12

  • როგორ განვსაზღვროთ სწორი სტილი ილუსტრაციისათვის
  • სკეჩინგი, დაფერვა, დამუშავება
  • ფუნჯების, ლეიერების, ეფექტების სწორად გამოყენების ტექნიკები
  • დავალება: შექმნილი რომელიმე ნამუშავერი გადრდავსახოთ ნახატად, სტილისა და თემატიკის შენარჩუნებით

დღე 13

  • როგორ შევძინოთ ნამუშევარს სიცოცხლე;
  • როგორ ვიმუშაოთ სტილზე და სწორად როგორ ავარჩიოთ მისი გამომსახველობა;
  • რა არის ბრენდის იდენტობა - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომ;
  • დავალება: ბრენდის იდენტობა - შევქმნათ ლოგო, ტიპოგრაფია, ფერთა პალიტრა, მუდბორდი, ფორმები, პატერნი, შეფუთვები (მოქაფები)

დღე 14

  • დავალებების პრეზენტაციები - განხილვები
  • განვლილი საკითხების შეჯამება
  • როგორ შევქმნათ სწორი პორტფოლიო?

 

ორგანიზაციული დეტალები

  • ტრენინგის დასაწყისი: 19:00 - 21:00
  • ტრენინგის დღეები:
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 28 - 35 საათი;
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი:
  • ღირებულება:

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge