img

CRM - კომპანიის თვალით დანახული მომხმარებელი

CRM არის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სტრატეგია და ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც ბიზნესი გებულობს მომხმარებელის საჭიროებები. CRM-ის ძირითადი ფუნქციაა გააანალიზოს მომხმარებლის ქცევის ისტორია ბიზნესისა და მომხმარებლების ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესების მიზნით.

CRM-ი სჭირდება ყველა ზომის ბიზნესს, საერთაშორისო კორპორაციიდან, დამწყები ბიზნესის ჩათვლით. CRM-ის საშუალებით ბიზნესს შეუძლია შეაგროვოს თავისი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სფეროდან, იცოდეს მათი მოთხოვნები, სურვილები და საჭიროებები. დაგეგმოს მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია, დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში და აქციოს ის ლოიალურ მომხმარებლად. შედეგად - იზრდება გაყიდვები და ბიზნესი ხდება მეტად წარმატებული.

კურსს გაუძღვება - დავით ნოზაძე, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და CRM-ის სფეროში. დავითი ამჟამად ონალინ გემბლინგი - ლიდერ ბეთის CRM დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 

ვისთვის არის რეკომენდირებული კურსის გავლა:

  • კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ პირველი ნაბიჯები გადადგან CRM-ში, გაიგონ მეტი სფეროს შესახებ და გაეცნონ ტრენდებსა და ტექნოლოგიებს; 
  • ვისაც სურს დაიწყოს კარიერა CRM-ში, დაეუფლოს ერთერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდეს წარმატებით;
  • მარკეტინგის მენეჯერებს;
  • საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

 

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • მომხმარებლის მონაცემების სწორად შეგროვებას და დამუშავებას;
  • რა არის CRM და როგორ უნდა დაიწყოს მისი დანერგვა 0-დან;
  • რომელი პლატფორმები არის აქტუალური ბაზარზე და როგორ შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული პლატფორმა;
  • CRM სტრატეგიები და მათი გამოყენება; 
  • დანერგოს მომხმარებლის დაჯგუფების შეფასების სისტემები;
  • იცნობდეს საკუთარ მომხმარებელს;
  • დააკავშირებს ყიდვის გამოცდილებას სიამოვნებასთან;
  • დააკავშირებს მომხმარებელს და პროდუქტებს.

 

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და სწავლების პროცესში მონაწილეებს ექნებათ ფინალური დავალება, რომელიც კურსის დასრულებისას პროექტის სახით უნდა წარადგინონ.

დღე 1 

CRM საიდან დავიწყოთ

ქეისი - პირველ დღეს მსმენელი მიიღებს ინდივიდუალურ დავალებას რომელსაც კურსის პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებს და ბოლო დღეს წარადგენს შესრულებულ დავალებას.

დღე 2 

მონაცემების შემოწმება, დადასტურება და გაფილტვრა

დღე 3 

მონაცემები, სამიზნე ჯგუფები, მარკეტინგული ღრუბელი (Marketing cloud)

დღე 4 

CRM პროგრამის შერჩევა და იმპლემენტაციის პროცესი

დღე 5 

სტრატეგიული მიდგომა

დღე 6 

CRM მოდელები და მათი მორგება

დღე 7 

ლოიალობის პროგრამა

დღე 8 

გემიფიკაცია

დღე 9 

მომხმარებელთა სეგმენტაციის პროცესი და მეთოდები

დღე 10 

KYC - იცნობდე შენს მომხმარებელს

დღე 11 

მომხმარებლის და პროდუქტის დაკავშირება

იცოდე როდის გაჩერდე

დღე 12 

ქეისის დასასრული

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დასაწყისი:  ოქტომბრიდან;
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა/25 საათი;
  • კურსი წარმატებულად გავლილად ჩაითვლება თუ მსმენელი შეძლებს ფინალური დავალების ჩაბარებას;
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom;
  • ღირებულება: 690ლარი 850 ლარის ნაცვლად.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება;

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით;

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge