img

ქოფირაითინგის კურსი - „დაწერო, რომ მოჰყვე“

კურსის ძვირფასი დრო არ დაეთმობა მხოლოდ ლექტორის მიერ წარმატებულად განხორციელებული პროექტების შესახებ ორაზროვან და თვითკმაყოფილებით სავსე მსჯელობას, არც მხოლოდ ქოფირაითინგის „მამათა“ წიგნებიდან ამოკრეფილი შეგონებების მცნებებად გასაღებას. 

ლექტორი პირობას დებს, რომ კურსის უკლებლივ ყველა მონაწილეს ასწავლის ქოფირაითინგის ხეზე იქამდე ასვლას, სადამდეც თვითონ შეუძლია.

ნიკა გარსენიშვილი ციფრული კრეატიული სააგენტო Maverik-ის უფროსი ქოფირაითერია.

წერას ბავშვობიდან ატანილი ჰყავს და აგერ უკვე მეხუთე წელია რაც ძირითადად საკომუნიკაციო ტექსტებს წერს. 

ქოფირაითერად უმუშავია Geolab-სა და Brid-ში, იყო ციფრული სააგენტო Advertwise-ის Senior Copywriter და კრეატიული დირექტორი, უმუშავია 50 მდე ქართულ ბრენდთან, არის რამდენიმე წარმატებული და უამრავი განუხორციელებელი კამპანიის ავტორი.

ვისთვის არის კურსი ?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს წერა, ვისაც არ უყვარს წერა, ვინც იცის წერა, ვინც არ იცის წერა, ვისაც უნდა ქოფირაითერად მუშაობის დაწყება, ვისაც არ უნდა ქოფირაითერად მუშაობის დაწყება, კურსი განკუთვნილია, როგორც დიდი კორპორაციების მოწყენილი თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი უნარების შეძენა-განვითარება, ასევე ვერშემდგარი მწერლებისთვის, თუნდაც ღვაწლმოსილ მოკალმეთათვის. 

კურსის გავლის წინაპირობები:

ინტერესიც საკმარისია.

რას მოგცემთ ეს კურსი?

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ კრეატიული ბრიფის შედგენას და მასზე მუშაობას, გეცოდინებათ როგორი სტრუქტურა აქვს ამბის თხრობას, როგორ დაწეროთ სცენარი. 

პრაქტიკაში გამოცდით ინსაითების ძიებისა და კამპანიაზე მუშაობის პროცესის თავისებურებებს. რაც მთავარია, გეცოდინებათ, რომ ქოფირაითინგში მზა ფორმულები არ არსებობს, რომ შრომისმოყვარეობა შთაგონებაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომ ტელევიზორის ეკრანებზე ნანახი გაპრიალებული სარეკლამო რგოლების უკანაც დაბნეული, ცოტა შეშინებული, მაგრამ ყოჩაღი ადამიანები დგანან.

სასწავლო კურსის შინაარსი:

ლექცია 1

  • გაცნობა;
  • სასწავლო პროგრამისა და გასავლელი საკითხების მიმოხილვა;
  • ერთმანეთის მოლოდინების დატოლება;
  • პრაქტიკული სამუშაო.

ლექცია 2

  • რა არის ქოფირაითინგი ? 
  • ვინ არის ქოფირაითერი ?
  • როგორ გავხდე ქოფირაითერი ?
  • რამდენიღაცა ოქროს წესი რომელიც ყველა ქოფირაითერმა უნდა იცოდეს;
  • პრაქტიკული სამუშაო.

ლექცია 3

  • დამსიტყვე ცაო, ანუ, საიდან მოდიან იდეები?
  • ცნობისმოყვარეობა გადაგვარჩენს;
  • ყველაფერი კონტენტია;
  • დაიძალე შემოქმედებითობა - ინსპირაციის მოხმობის  ტექნიკები;
  • პანდემიამ რა ჰქმნა ?
  • დავალება.

ლექცია 4

  • ბრიფი ჩვენი არსობისა;
  • რა არის ბრიფი ?
  • როგორ შევქმნათ სრულყოფილი ბრიფი ?
  • როგორ წავიკითხოთ ბრიფი ?
  • როგორ ვთარგმნოთ ბრიფი იოლად გასაგებ, სტრატეგიულ ინფორმაციად?
  • მაგალითების განხილვა;
  • დავალება.

ლექცია 5 

  • ბრენდია ადამიანი ?
  • ბრენდი და მისი შემადგენელი კომპონენტები;
  • ქოფირაითერის როლი ბრენდინგის პროცესში;
  • სახელდება VS Naming - ჩემი სახელი დამიძახე;
  • როგორ დავწეროთ სლოგანი/მესიჯი ?
  • წკეპლა, როგორც კომუნიკაციის იდეალური ფორმა;
  • მაგალითების განხილვა;
  • დავალება.

ლექცია 6

  • Storytelling;
  • როგორ უნდა მოვყვეთ ამბავი?
  • ამბის მოყოლის ხერხები და ზოგადი სტრუქტურები;
  • ამბის მოყოლის ღმერთები გვირჩევენ;
  • Storyboard -  მაგალითის განხილვა;
  • დავალება.

ლექცია 7

  • რა არის Digital Copywriting ? 
  • როგორ დავწეროთ ბლოგი;
  • SEO Copywriting;
  • Newsletter;
  • როგორ ვიმუშაოთ პრინტზე 
  • ფინალური დავალება : პრაქტიკული სამუშაო მოწვეულ დიზაინერებთან ერთად.

ლექცია 8

  • Scriptwriting
  • როგორ დავწეროთ სცენარი?
  • როგორ შევქმნათ Character?
  • რა არის კადრირება ?
  • როგორ შევუხამოთ კადრებს სიტყვები ?
  • პრაქტიკული სამუშაო.

სალექციო მასალას სტუდენტები ყოველი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ  ელექტრონულ ფოსტაზე;

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დრო 19:00 - 21:00;
  • შეხვედრების რაოდენობა : 8 შეხვედრა;
  • ტრენინგის დღეები:  17, 21, 24, 28, 31 იანვარი - 4, 8, 11 თებერვალი
  • ღირებულება: 550 ლარი;
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: Zoom.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება;

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით;

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge