img

ექსელის სრული კურსი

ექსელის კურსი  მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას თეორიული საფუძვლების გაზიარებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენების საშუალებით. შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთა გავლაც შესაძლებელია, როგორც კომპლექსურად, ისე ცალკეულად.  

ტრენინგზე დასწრება მიზანშეწონილია მისთვის, ვისაც:

  • ექსელის საბაზისო ცოდნა აქვს და იყენებს ექსელის საბაზისო ფორმულებს;
  • აქტიურად უწევს ექსელის გამოყენება არსებული სამუშაოს შესრულებისას;
  • სურვილი აქვს გაზარდოს თავისი პროდუქტიულობა და დაზოგოს დრო ექსელის სწორი და ეფექტური გამოყენებით;
  • სურს მიიღოს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებები არსებული მონაცემების დამუშავებისა და შედეგების ანალიზის შედეგად;
  • სურს გამოიმუშავოს თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევა, ექსელთან მუშაობის უნარი.

 

ტრენერების შესახებ ინფორმაცია

ტრენინგს უხელმძღვანელებენ თემურ აბელაშვილი და რამინ კოჩალიძე.

თეიმურაზ აბელაშვილი არის ლოიალტეს დამფუძნებელ - პარტნიორი, რომელსაც საბანკო სექტორში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს, კერძოდ, რისკების შეფასების, საკრედიტო ანალიტიკის, ფინანსური რისკ მენეჯმენტის, ბანკის ზედამხედველობისა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის შეფასების, საზედამხედველო აქტივობების განხორციელების - SME & კორპორატიულ სეგმენტზე. ასევე პროფესიული საქმიანობის განხორციელების პარალელურად აქვს მოწვეული ქოუჩის 5 წლიანი გამოცდილება ფინანსური განათლების მიმართულებით.

რამინ კოჩალიძე არის ლოიალტეს კონსულტანტი ფინანსებში, რომელსაც კერძო ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მუშაობის 7 წლიანი, ხოლო ტრენინგების წარმართვის 3 წლიანი გამოცდილება აქვს. რამინს ბიზნეს კონსულტანტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

ტრეინინგზე თქვენ გაეცნობით:

  • მათემატიკურ, ტექსტურ, ლოგიკურ, სტატისტიკურ, თარიღობრივ, ფინანსურ და საძიებო ფორმულებს;
  • სხვადასხვა საპროგნოზო, მონაცემთა დახარისხების, გაფილტვრის, ფორმატირებისა და მოდელირების ფუნქციებს;
  • კომპლექსური ფორმულების შემუშავებისა და გამოყენების სპეციფიკას;
  • დიდი რაოდენობით მონაცემთა დამუშავების, თავმოყრისა და ანალიზის ინსტრუმენტებს.

ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • მარტივი და კომპლექსური ფორმულების გამოყენებას;
  • ექსელის კომპლექსური სამუშაო ფურცლების შექმნას;
  • დიდი მოცულობის მონაცემთა დახარისხებას, თავმოყრასა და მანიპულირებას Pivot Table-ის, მონაცემთა კონსოლიდაციისა და სხვა ფუნქციების გამოყენებით;
  • მონაცემთა თავმოყრასა და გაერთიანებას,  რამდენიმე სამუშაო ფურცლიდან;
  • კარგად სტრუქტურირებული კომპლექსური ფორმულების შექმნას ინტერვალებისათვის სახელის მინიჭებითა და აბსოლუტური მდენარეობის გამოყენებით;
  • დინამიური და განახლებადი რეპორტების შექმნას.

დღის წესრიგი:

Intermediate დონე:

დღე 1:

  • მათემატიკური ფუნქციები: ჯამი, საშუალო, ხარისხობრივი მაჩვენებლები, შემთხვევითი რიცხვების გენერირება და დამატებითი ფუნქციები;
  • ტექსტური ფუნქციები: გაერთიანება, ტექსტის ძიება და გამოყოფა, ჩანაცვლება და დამატებითი ფუნქციები;

დღე 2:

  •  სტატისტიკური ფუნქციები: min, max, large, small და if ფუნქციის ინტეგრაცია;
  •  ლოგიკური ფუნქციები: IF, AND, OR და სხვა;
  •  თარიღობრივი ფუნქციები: date, day, weekday, workday და ა.შ.

დღე 3:

  •   საძიებო ფუნქციები: Offset, Address, match, index, Vlookup, Hlookup, Indirect.

დღე 4:

  • საბოლოო გამოცდა.

Advanced დონე:

დღე 1:

  • ფინანსური ფუნქციები: PMT, PPMT, PV, FV, IRR, NPV და ა.შ.

დღე 2:

  • კომპლექსური ფუნქციები: მონაცემთა ვალიდაცია, პირობითი ფორმატირება, Pivot Table, Advanced Filter და ა.შ.

დღე 3:

  • საპროგნოზო და მოდელირების ფუნქციები: Developer Buttons, სოლვერი, რეგრესია, მოძრავი საშაულო, გეომეტრიული საშაულო ზრდა, აღწერითი სტატისტიკა.

დღე 4:

  • საბოლოო გამოცდა.

ორგანიზაციული საკითხები:

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: თითეული დონისათვის 8 საათი (სულ 16 საათი);
  • ერთი სესიის ხანგრძლივობა: 2 საათი;
  • ღირებულება: Intermediate დონე - 250 ლარი;
  • ღირებულება: Advanced დონე - 300 ლარი.
  • შეხვედრის ადგილი - zoom;
  • შეხვედრის დღეები - Intermediate დონე   29 ნოემბერი - 1, 6, 8 დეკემბერი;
    Advanced დონე - 6, 8, 13, 15 დეკემბერი

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge