img

გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები და სავალუტო რისკი

კურსის აღწერა

გაცვლითი კურსი და მისგან მომდინარე რისკები განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში, რაც განპირობებული იყო ლარის კურსის გაუფასურებით და რიგ შემთხვევებში მყისიერი გამყარებით სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ გაცვლითი კურსის ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, საზოგადოებაში გავრცელებულია მრავალი, ურთიერთგამომრიცხავი და რიგ შემთხვევებში მცდარი მოსაზრება კურსის ცვალებადობასა და პროგნოზებთან დაკავშირებით.

ტრენინგზე თქვენ:

  • მიიღებთ ინფორმაციას თუ რა განსაზღვრავს გაცვლით კურსის დინამიკას გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში.
  • გაიგებთ, რა არის სავალუტო რისკი და როგორ დავიზღვიოთ თავი სავალუტო რისკისაგან

დღის წესრიგი

  •        კურსი მიმოიხილავს გაცვლით კურსზე მოქმედ ფაქტორებს, როგორც გრძელვადიან, ასევე საშუალო და მოკლევადიან პერიოდში.
  •        რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი
  •        ინფლაცია
  •        საგადასახდელო ბალანსი
  •        მოლოდინები
  •        საგარეო შოკი და როგორი უნდა იყოს პოლიტიკის რეაგირება საგარეო შოკების დროს
  •        რა არის საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ ედრება იგი საქართველოს რეალობას
  •        სავალუტო რისკი; სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტები
  •        როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან სავალუტო რყევებისგან გამოწვეული ზარალი

ტრენერის შესახებ

ტრენინგს გაუძღვება არჩილ იმნაიშვილი, რომელსაც აქვს ეროვნულ ბანკში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით და ამჟამად არის საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

ორგანიზაციული დეტალები

ტრენინგის თარიღი :

ტრენინგის საათები: 11:00-17:00
ტრენინგის ღირებულება: 395 ლარი
ტრენინგის მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N 13
შესვენება : 1 საათი ("ლანჩი", "ნეთვორქინგი")

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge