
საგადასახადო კანონმდებლობა
საგადასახადო კანონმდებლობა
კურსის აღწერა
ტრენინგი გამიზნულია მსმენელთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ან/და გაიღრმავონ ცოდნა საგადასახადო დაბეგვრის კუთხით და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოყენონ. კურსის მიმდინარეობისას დეტალურად განიხილება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა - საგადასახადო კოდექსი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მენუალები), შემოსავლების სამსახურის კომენტარები, მეთოდური მითითებები და ა.შ. მნიშვნელოვანი როლი დაეთმობა პრაქტიკაში არსებული ქეისების გაცნობა-გაანალიზების პროცესს.
ტრენინგი განკუთვნილია:
- დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის
- ფინანსური მენეჯერებისთვის
- ბიზნესის წარმომადგენლებისთვის
- შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისთვის
ტრენერის შესახებ:
ტრენინგს გაუძღვება - თეონა კუნჭულია, რომელსაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს. თეონა ამჟამად, აუდიტორიული კომპანია „ლოიალტეს“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელია.
დღის წესრიგი
დღე 1
საგადასახადო სამართლის ზოგადი მიმოხილვა:
- გადასახადის ცნება, სახეები და სტრუქტურა
- ვადების განსაზღვრა
- ხანდაზმულობის ვადა
- ძირითად ტერმინთა განმარტება
- ურთიერთობა საგადასახადო ორგანოებთან და საგადასახადო ვალდებულებები
- დეკლარირება, საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
დღე 2
პირველადი საგადასახადო დოკუმენტები :
- სასაქონლო-ზედნადები
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
- პირველადი საგადასახადო დოკუმენტი
- მიღება-ჩაბარების აქტი
- ფორმა 2
- სალაროს გასავლის/შემოსავლის ორდერი
- სხვა
დღე 3
საშემოსავლო გადასახადი:
- გადასახადის გადამხდელი
- დაბეგვრის ობიექტი
- გადასახადის განაკვეთი
- გადასახადისგან გათავისუფლება
დღე 4
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები:
- მიკრო ბიზნესი
- მცირე ბიზნესი
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი
- პრაქტიკული სავარჯიშოები
დღე 5
მოგების გადასახადი:
- გადასახადის გადამხდელი
- დაბეგვრის ობიექტი (ძველი და ახალი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით)
- გადასახადის განაკვეთი
- გადასახადისგან გათავისუფლება
- სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ. მენუალები
დღე 6
ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები:
- ერთობლივი შემოსავალი
- გამოქვითვები და ზარალი
- სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ. მენუალები
- მეთოდური მითითებები
დღე 7
- შემოსავლების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან
- საგადასახადო აღრიცხვის წესები
- საშემოსავლო და მოგების გადასახადის ადმინისტრირების წესები
- პრაქტიკული მაგალითები
დღე 8
დამატებული ღირებულების გადასახადი:
- გადასახადის გადამხდელი
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება
- დასაბეგრი ოპერაცია, თანხა და დრო
- ავანსის დღგ-ით დაბეგვრა
დღე 9
დამატებული ღირებულების გადასახადი:
- საბაჟო რეჟიმების დღგ-ით დაბეგვრა
- საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი
- გადასახადისგან გათავისუფლება
- გადასახადის განაკვეთი, დეკლარაციის წარდგენის ვადა და დღგ-ის გადახდა
დღე 10
დამატებული ღირებულების გადასახადი:
- დღგ-ს ჩათვლები
- სპეციალური წესები (უკუდაბეგვრა, შერეული ოპერაცია, წარმომადგენლის ოპერაცია)
- სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ. მენუალები, კომენტარებიდან მაგალითები
- პრაქტიკული სავარჯიშოები
დღე 11
აქციზი:
- აქციზის გადამხდელი
- დაბეგვრის ობიექტი
- დასაბეგრი ოპერაცია და დრო
- აქციზის განაკვეთები
- აქციზური მარკები
იმპორტის გადასახადი:
- გადასახადის გადამხდელი
- გადასახადის განაკვეთი
- გადასახადის დარიცხვის და გადახდის წესი
- გადასახადისგან გათავისუფლება
დღე 12
ქონების გადასახადი:
- გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
- გადასახადის განაკვეთი
- მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
- მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი
- ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
- გადასახადისგან გათავისუფლება
- სიტუაციური სახელმძღვანელოების ე.წ. მენუალების განხილვა
- პრაქტიკული სავარჯიშოები
დღე 13
- საგადასახადო სამართალდარღვევები
- პრაქტიკული სავარჯიშოები
დღე 14
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/გაგზავნა
- საგადასახადო შეთანხმება
- საგადასახადო დავები
საორგანიზაციო დეტალები:
- ტრენინგის საათები : 19:00 – 22:00
- შესვენება : 15 წუთი coffee break
- ტრენინგის ღირებულება: 790 ლარი
- ტრენინგის მისამართი: თბილისი
- ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სხვა ტრენინგები
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა N32ა
- +995577279798; +995555091100
- info@loialte.com.ge