img

ტრენერთა ტრენინგი

რა სჭირდება ტრენერს ბაზარზე წარმატებული პოზიციონირებისათვის?

მეთოდოლოგიის შესწავლის გარდა, აუცილებელია, რიგი კომპეტენციების ათვისება.

ტრენინგ კურსის მიზანია  მოამზადოს მსმენელი, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ტრენინგის ჩატარება, გადასცეს ყველა ის ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება (ღირებულება), რომელიც კვალიფიციურ ტრენერს ესაჭიროება.

ტრენინგზე თქვენ გაეცნობით

  • ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდოლოგია;
  • კომუნიკაციის სტანდარტები;
  • ტრენინგ-მოდულის შემუშავების მეთოდოლოგიები;
  • აუდიტორიის მართვის პრინციპები;
  • სწავლების კომპეტენციები;
  • აუდიტორიის მართვის პროცესში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავება.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეს ეცოდინებ

  • ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგიები;
  • კომუნიკაციის სტანდარტები;
  • ტრენინგ-მოდულის შემუშავება;
  • აუდიტორიის მართვა;
  • აუდიტორიის მართვის პროცესში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავება.

დასკვნით დღეს, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიღებული ცოდნა, პრაქტიკულად გამოავლინონ და თავიანთი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ.

გამოყენებული იქნება, როგორც თეორიული სწავლებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგია, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები და სიმულაციები.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • ტრენერებისთვის, რომლებსაც სურთ არსებულ ცოდნას თავი მოუყარონ და დამატებითი ინსტრუმენტები შეისწავლონ;
  • დამწყები ტრენერებისთვის;
  • ახალგაზრდული მუშაკებისთვის;
  • საჯარო თუ კერძო სამსახურში დასაქმებული იმ პირებისთვის, ვისაც საჯაროდ გამოსვლა ხშირად უწევთ;
  • სტუდენტებისთვის;
  • ტრენინგ ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ტრენინგების დაგეგმვის მიმართულებით;
  • დაინტერესებულ პირთათვის;

ტრენინგს უხელმძღვანელებს მაია ნასრაშვილი, რომელსაც აქვს 8 წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარების, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამჟამად, არის არასამთავრიბო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პროგრამის ხელნძღვანელი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ტრენინგების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი

დღის წესრიგი:


დღე 1 - ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია - კურსის ზოგადი შესავალი

  • პირველი დღეს  მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგის ცნებას და მის განსხვავებას სხვა არაფორმალური განათლების აქტივობებისაგან (საჯარო ლექცია, ლექცია, სემინარი, სესია და სხვ.);
  • მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგიებს; (გამოყენებული იქნება Power Point პრეზენტაცია, რათა მონაწილეებს გაუადვილდეთ თეორიული მასალის აღქმა/ათვისება)
  • ტრენერი უზრუნველყოფს მონაწილეების ერთმანეთის გაცნობასა და გუნდის ფორმირებას; (გაცნობისა და გუნდური შეჭიდულობის სავარჯიშოს ჩატარების გზით);
  • ტრენერი უზ რუნველყოფს მონაწილეთა მოტივაციას და საკითხის მიმართ ინტერესის გაღვივებას დისკუსიაში მათი ჩართვისა და ფასილიტაციის გზით.

დღე 2 - ტრენინგის ჩატარების სტანდარტები

  • მონაწილეებისთვის ტრენინგის ჩატარების მიზნისა და ამოცანების განსაზღვრის შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების ჩვენება (გამოყენებული იქნება Power Point და დისკუსიის ფორმატი);
  • მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგზე აუდიტორიის განლაგების სხვადასხვა შესაძლო მოდელებს (გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა ფოტოებისა და ვიდეო კადრების სახით);
  • დამხმარე ვიზუალური საშუალებების როლსა და ჩაერთვებიან ოპტიმალური საშუალების შერჩევის სავარჯიშოში;
  • მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგზე გამოსაყენებელი სავარჯიშოების კლასიფიკაციას და მათ გამოყენებას.

დღე 3 - ტრენინგ-მოდულის მომზადებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები

  • მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგ - მოდულის მომზადების სპეციფიკას;
  • მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგის აგებულებასა და სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეადგენენ ტრენინგის შინაარსს;
  • მონაწილეები შეისწავლიან დღის წესრიგის მომზადების სპეციფიკას;
  • მონაწილეები აითვისებენ ინსტრუქციების გაცემისა და მიღების სტანდარტებს;
  • მონაწილეები შეისწავლიან უკუკავშირის გაცემისა და მიღების საერთაშორისო სტანდარტებს.

დღე 4 - აუდიტორიის მართვა - ტრენერის უნარ-ჩვევები

  • მონაწილეები შეისწავლიან კომუნიკაციის სტანდარტებს (კომუნიკაციის სხვადასხვა სავარჯიშოს გზით, პროცესის დროს გამოყენებული იქნება სიმულაციური მეთოდი);
  • თანაფასილიტაციის/თანატრენერობის სტანდარტები;
  • მონაწილეები შეისწავლიან აუდიტორიაში კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში მათი მოგვარებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს (ასევე, გამოყენებული იქნება სიმულაციური მეთოდი, მედიაციის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით);
  • მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორ წარმართონ ჯგუფის დინამიკა;
  • მონაწილეები შეისწავლიან ტრენინგის წარმართვის ზოგად დრამატურგიას.

დღე 5 - პრაქტიკული სამუშაო

დასკვნით დღეს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა, პრაქტიკულად გამოავლინონ და თავიანთ შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ.

საორგანიზაციო საკითხები:

  • ტრენინგის დღეები : 
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 - 21:00
  • ფასი : 450 ლარი

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგისტრაცია

 „ლოიალტე“ -ის  დამკვეთთან - შეთანხმება ატარებს სავალდებულო ხასიათის.

 გთხოვთ, წაიკითხოთ დაკვირვებით.

1. შეთანხმების საგანი

1.1. ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად „ლოიალტე“ (შემდგომში – „ცენტრი“) ვალდებულია დამკვეთს გაუწიოს ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს აუნაზღაუროს მომსახურების საფასური წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

1.2 ცენტრის ვებ-გვერდზე ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით დამკვეთი გამოხატავს თანხმობას ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე.

2. შეკვეთის განთავსება

2.1. დამკვეთი მის მიერ არჩეული მომსახურების მიღების შესახებ შეკვეთას განათავსებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.

2.2. დამკვეთს ინვოისი ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

2.3. დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ,  ცენტრი დამკვეთს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეკვეთის მიღების დასტურს.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. ცენტრი ვალდებულია:

3.1.1.   დამკვეთს გაუწიოს მომსახურება ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული  მომსახურების შესაბამისად;

3.1.2.   შეატყობინოს დამკვეთს ელექტონული ფოსტის მეშვეობით მომსახურების პირობების ცვლილების შესახებ;

3.1.4.   იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა ცენტრის ბრალით 10 (ათი) დღის ვადაში სრულად დაუბრუნოს დამკვეთს მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3.2. ცენტრი უფლებამოსილია:

3.2.1.   არ აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება, თუ მისი სრულფასოვანი მიწოდება ვერ მოხერხდა დამკვეთის მიზეზით (დაგვიანება, გაცდენა და სხვ.);

3.2.2.   უარი განაცხადოს მიღებული შეკვეთის შესრულებაზე, რაც  დამკვეთს ეცნობება მომსახურების გაწევის დაწყების თარიღამდე 3 (სამი) დღით ადრე;

3.2.3.   შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები და ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს დამკვეთს მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.2.4.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე დამკვეთის უარის შემთხვევაში დამკვეთს წინასწარ  გადახდილი თანხა/ ან მისი ნაწილი გადაურიცხოს მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე 10 (ათი) დღის ვადაში.

3.3. დამკვეთი ვალდებულია:

3.3.1.   სრულად და ზუსტად მიუთითოს მონაცემები ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში;

3.3.2.   წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად სრულად და დროულად გადაიხადოს შეკვეთილი მომსახურების საფასური;

3.3.3.   ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ გაავრცელოს მომსახურების პროცესში ცენტრის მიერ მიწოდებული მასალები.

3.3.4.   არ განახორციელოს ცენტრის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება;

3.3.5.   იკისროს სრული პასუხისმგებლობა მის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგებზე;

3.3.6.   წინამდებარე შეთანმხების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში აცნობოს პასუხი ცენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთის დუმილი ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე დასტურად მიიჩნევა.

3.3.5.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში 2 (ორი) დღის ვადაში ცენტრს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@cdc.ge  გაუგზავნოს საბანკო რეკვიზიტები. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარი იწვევს მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტას.

4. ანგარიშსწორება

4.1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება ცენტრის ვებ-გვერდზე (www.cdc.ge) დამკვეთის მიერ არჩეული მომსახურების შესაბამისად.

4.2.      მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე შეთანხმების 2.2 პუნქტით გათვალისწინებილ ინვოისში მითითებულ ცენტრის საბანკო რეკვიზიტებზე.

4.3. წინამდებარე შეთანხმების 4.2. პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.

4.4. დამკვეთს მიერ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება შემდეგი წესის შესაბამისად:

4.4.1. ტრენინგის ღირებულების 30 (ოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება დამკვეთის ტრენინგზე რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.4.2. ტრენინგის ღირებულების  დარჩენილი 70 (სამოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს ტრენინგის დაწყებამდე  3 (სამი სამუშაო) დღით ადრე;

4.4..3. იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის დაწყებამდე დარჩენილია 3 (სამი) სამუშაო დღე ან უფრო ნაკლები, დამკვეთი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება.

 

5. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1.      მხარეები პასუხისმგებელნი არიან, აუნაზღაურონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით .

6. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება

6.1.      წინამდებარე შეთანხმების მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხიმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის („ფორს მაჟორი“) მოქმედების შედეგად. ამ მუხლის მიზნებისთვის, დაუძლეველ ძალას წარმოადგენს ომი, სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემია, ხანხარი, დივერსია, სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი.

6.2.      მხარე, რომელსაც დაუდგა ამ მუხლის 5.1. პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა, რაც მისთვის შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, იგი ვალდებულია ფორს მაჟორის წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა შეთანხმების მეორე მხარეს შეატყობინოს შესაბამისი დაუძლეველი გარემოების/გარემოებების შესახებ.

6.3. ფორს მაჟორის მოქმედების განმავლობაში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები  ჩერდება. წინამდებარე შეთანხმებით გათალისწინებული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობები განახლდება მხარეთა შემდგომი შეთანხმების საფუძველზე[A1]  ფორს მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.

6.4.      მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები თუ ფორს მაჟორი არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე.

7. კომუნიკაცია

7.1. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობებისას მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ფორმით;

7.2. მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7.3. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინება ადრესატის მხრიდან საჭიროებს წერილობით დადასტურებას;

7.4. თუ შეტყობინების მიღება დადასტურებული არ არის ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან მეორე დღეს;

8. დავათა გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი   

8.1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ  მხარეთა შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, დავას გადაწყვეს საქართველოს საერთო სასამართლო;

8.2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

9. კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემები

9.1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც დამკვეთმა სარეგისტრაციო ფორმაში განათვსა.

9.2. მხარეები ვალდებულნი არიან, როგორც წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ასევე მათ შორის ოფიციალური ურთიერთობის დამტავრების შემდეგ, დაიცვან წინამდებარე შეთანხმების 9.1. პუნტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

9.3.      კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეთანხმების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად.

9.3.      წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად დამკვეთი აცხადებს თანხმობას სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები ცენტრმა დაამუშავოს შემდეგი მიზნებისთვის:

9.3.1    შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესასრულებლად;

9.3.2..  სტატისტიკური/ანალიტიკური კვლევებისთვის;

9.3.3.   პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად;

9.3.4.   ცენტრის რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომსახურების განხორციელების პროცესში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა;

9.4.      ცენტრი წინამდებარე შეთანხმების 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემების კონფიდენციალურობას იცავს უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალურ მონაცემთა გადაცემა/გამჟღავნება მესამე პირებისათვის აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული მომახურების შესასრულებლად.

10. დასკვნითი დებულებები

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება მხარეებს შორის დადუბად ითვლება დამკვეთის მხრიდან ღილაკზე - „ვეთანხმები“ ხელის დაჭერით.

10.2. წინადმებარე შეთანხმება ძალაშია დამკვეთის მიერ ღილაკზე - „ ვეთანხმები“ ხელის დაჭერის მომენტიდან.

10.3.    მხარის მიერ წინადებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა/დროებით გამოუყენებლობა არ მიიჩნევა უფლებაზე უარის თქმად.

10.4.    წინანდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ ენაზე.

10.5.    წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ელექტრონული ფორსტის მეშვეობით და ცვლილებები ძალაშია მეორე მხარის მიერ ამ ცვლილებების მოწონების შემდგომ, თუ შეთანხმების სხვა მუხლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge