img

საგადასახადო დავების წარმოება

თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევაა საგადასახადო დავის წარმოება. ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის დავის წარმოებას, საგადასახადო დავასაც გააჩნია თავისი წარმოების სპეციფიკური მხარე. ერთიანი სტანდარტისა და პრაქტიკის შემუშავება სწორი საგადასახადო დავების პრაქტიკის ჩამოყალიბების წინაპირობაა. საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ორ ეტაპიანია და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროცედურის ამოწურვის შემდეგ დავა, გადამხდელის სურვილის შემთხვევაში გრძელდება საერთო სასამართლოების სისტემაში.
კურსის მიზანია საგადასახადო დავის წარმოების იმ ძირითადი პრინციპების გაცნობა, რომელიც დაკავშირებულია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე საერთო სასამართლოების სისტემაში საგადასახადო დავის სწორად წარმოებასთან. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში განხილილი იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის საჩივრის/სარჩელის სწორი შედგენის ტექნიკა, სასამართლოს სისტემაში მტკიცებულებათა სტანდარტი, რომელიც დაყენებულია საგადასახადო დავების მიმართ და სხვა ძირეული საკითხები.
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს. კურსის განმავლობაში მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნება რეალურ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტუალური საკითხების გარშემო ინდივიდუალურ და ჯგუფურ მსჯელობას. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საგადასახადო დავის წარმოების პრინციპებზე, ვადებზე, მტკიცებულებათა სტანდარტის გადანაწილებაზე. კურსის მონაწილეები გაეცნობიან ძირითად საკითხებზე საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, რის შედეგადაც სამომავლო დავის წარმოების ეტაპზე მათ ექნებათ შესაძლებლობა განჭვრიტონ შესაძლო შედეგი.

ტრენინგს წარუძღვება გრიგოლ ჩხაიძე. გრიგოლი 6 წელია დასაქმებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოში, სადაც უშუალოდ, ყოველდღიურად უწევს საგადასახადო დავებში აქტიური ჩართულობა. გრიგოლი ტრენინგებს ატარებს სამართლის სხვადასხვა აქტუალურ სფეროებში და აქვს უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგზე თქვენ გაეცნობით:

  • საგადასახადო დავის დაწყება;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის წესი;
  • საგადასახადო დავის წარმოების პრინციპები ფინანსთა სამინისტროს სისტემაში;
  • საჩივრის დასაშვებობა;
  • ვადები;
  • საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად მიღებული ბრძანების არ გასაჩივრების რისკები;
  • საჩივრის განუხილველობა;
  • სასამართლოსადმი მიმართვა;
  • სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების პრინციპები;
  • სასამართლო სისტემაში დავის წარმოების ეტაპები;
  • მორიგება;
  • გადაწყვეტილების გასაჩივრება;
  • შუამდგომლობების განხილვის წესი;
  • უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები;
  • შემაჯამებელი სასამართლო პრაქტიკა.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის;
  • იურიდიული ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის;
  • ბუღალტრებისთვის;
  • სტუდენტებისთვის;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის;
  • თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

დღის წესრიგი:

დღე 1

საგადასახადო დავის დაწყება. საგადასახადო დავის პრინციპები.

  • საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება;
  • გასაჩივრების ვადები;
  • საჩივრის შედგენა;
  • გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტები;
  • წარმომადგენლობა საგადასახადო დავებში;
  • საგადასახადო დავის ძირითადი პრინციპები ფინანსთა სამინისტროს სისტემაში;
  • დავის განხილვა შემოსავლების სამსახურის სისტემაში;
  • მიღებული ბრძანების გასაჩივრება;
  • ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრის გაუსაჩივრებლობის რისკები;
  • დავის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე;
  • მტკიცებულებათა წარდგენა.

დღე 2

საგადასახადო საჩივრის განხილვა

  • მიღებული ბრძანების ფინანსთა სამინისტროში გასაჩივრების ვადები;
  • გასაჩივრების სპეციალური წესები;
  • ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარსადგენი საჩივრის შედგენა;
  • ახალი მტკიცებულებების წარდგენა;
  • ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანების გასაჩივრება სასამართლოში;
  • საჩივრის შემოსავლების სამსახურში დაბრუნება;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მნიშვნელობა საგადასახადო დავების განხილვისას (საკითხის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულება).

დღე 3

საგადასახადო დავებზე სასარჩელო წარმოება

  • ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები;
  • სარჩელის შედგენა;
  • სასარჩელო წარმოების ეტაპები საერთო სასამართლოების სისტემაში;
  • მტკიცებულების სტანდარტი სასამართლო წარმოების დროს;
  • საქმის არსებითი განხილვის ეტაპი;
  • მორიგება საერთო სასამართლოების სისტემაში;
  • გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება საგადასახადო დავებზე;
  • სპეციალური წარმოება საგადასახადო ორგანოების შუამდგომლობებთან დაკავშირებით.

დღე 4

საგადასახადო დავებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება

  • საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში;
  • დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო/საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;
  • კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სანქცია/საურავისაგან გათავისუფლების პრაქტიკა;
  • უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები;
  • უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა;
  • ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა საგადასახადო დავების განხილვასთან დაკავშირებით;
  • კურსის შემაჯამებელი მიმოხილვა.

მონაწილეები გარდა თეორიული მასალისა, რომელიც შეთავაზებული იქნება ტრენინგის მიმდინარეობის დროს შეძლებენ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე თავად იმსჯელონ პრობლემატურ საკითხებზე და თავად გამოიტანონ დასკვნა კონკრეტულ საკითხებზე.

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დღეები: 
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 - 21:30
  • მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის #129ა.
  • ფასი : 420 ლარი
  • შესვენება : 15 წუთი coffee break
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგისტრაცია

 „ლოიალტე“ -ის  დამკვეთთან - შეთანხმება ატარებს სავალდებულო ხასიათის.

 გთხოვთ, წაიკითხოთ დაკვირვებით.

1. შეთანხმების საგანი

1.1. ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად „ლოიალტე“ (შემდგომში – „ცენტრი“) ვალდებულია დამკვეთს გაუწიოს ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს აუნაზღაუროს მომსახურების საფასური წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

1.2 ცენტრის ვებ-გვერდზე ღილაკის –„ვეთანხმები“ დაჭერით დამკვეთი გამოხატავს თანხმობას ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე.

2. შეკვეთის განთავსება

2.1. დამკვეთი მის მიერ არჩეული მომსახურების მიღების შესახებ შეკვეთას განათავსებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.

2.2. დამკვეთს ინვოისი ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

2.3. დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ,  ცენტრი დამკვეთს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეკვეთის მიღების დასტურს.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. ცენტრი ვალდებულია:

3.1.1.   დამკვეთს გაუწიოს მომსახურება ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული  მომსახურების შესაბამისად;

3.1.2.   შეატყობინოს დამკვეთს ელექტონული ფოსტის მეშვეობით მომსახურების პირობების ცვლილების შესახებ;

3.1.4.   იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა ცენტრის ბრალით 10 (ათი) დღის ვადაში სრულად დაუბრუნოს დამკვეთს მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3.2. ცენტრი უფლებამოსილია:

3.2.1.   არ აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება, თუ მისი სრულფასოვანი მიწოდება ვერ მოხერხდა დამკვეთის მიზეზით (დაგვიანება, გაცდენა და სხვ.);

3.2.2.   უარი განაცხადოს მიღებული შეკვეთის შესრულებაზე, რაც  დამკვეთს ეცნობება მომსახურების გაწევის დაწყების თარიღამდე 3 (სამი) დღით ადრე;

3.2.3.   შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები და ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს დამკვეთს მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.2.4.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე დამკვეთის უარის შემთხვევაში დამკვეთს წინასწარ  გადახდილი თანხა/ ან მისი ნაწილი გადაურიცხოს მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე 10 (ათი) დღის ვადაში.

3.3. დამკვეთი ვალდებულია:

3.3.1.   სრულად და ზუსტად მიუთითოს მონაცემები ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში;

3.3.2.   წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად სრულად და დროულად გადაიხადოს შეკვეთილი მომსახურების საფასური;

3.3.3.   ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ გაავრცელოს მომსახურების პროცესში ცენტრის მიერ მიწოდებული მასალები.

3.3.4.   არ განახორციელოს ცენტრის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება;

3.3.5.   იკისროს სრული პასუხისმგებლობა მის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგებზე;

3.3.6.   წინამდებარე შეთანმხების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში აცნობოს პასუხი ცენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთის დუმილი ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე დასტურად მიიჩნევა.

3.3.5.   წინამდებარე შეთანხმების 3.2.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში 2 (ორი) დღის ვადაში ცენტრს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@cdc.ge  გაუგზავნოს საბანკო რეკვიზიტები. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარი იწვევს მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტას.

4. ანგარიშსწორება

4.1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება ცენტრის ვებ-გვერდზე (www.cdc.ge) დამკვეთის მიერ არჩეული მომსახურების შესაბამისად.

4.2.      მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე შეთანხმების 2.2 პუნქტით გათვალისწინებილ ინვოისში მითითებულ ცენტრის საბანკო რეკვიზიტებზე.

4.3. წინამდებარე შეთანხმების 4.2. პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.

4.4. დამკვეთს მიერ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება შემდეგი წესის შესაბამისად:

4.4.1. ტრენინგის ღირებულების 30 (ოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება დამკვეთის ტრენინგზე რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.4.2. ტრენინგის ღირებულების  დარჩენილი 70 (სამოცდაათი) %-ის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს ტრენინგის დაწყებამდე  3 (სამი სამუშაო) დღით ადრე;

4.4..3. იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის დაწყებამდე დარჩენილია 3 (სამი) სამუშაო დღე ან უფრო ნაკლები, დამკვეთი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება.

 

5. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1.      მხარეები პასუხისმგებელნი არიან, აუნაზღაურონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით .

6. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება

6.1.      წინამდებარე შეთანხმების მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხიმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის („ფორს მაჟორი“) მოქმედების შედეგად. ამ მუხლის მიზნებისთვის, დაუძლეველ ძალას წარმოადგენს ომი, სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემია, ხანხარი, დივერსია, სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი.

6.2.      მხარე, რომელსაც დაუდგა ამ მუხლის 5.1. პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა, რაც მისთვის შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, იგი ვალდებულია ფორს მაჟორის წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა შეთანხმების მეორე მხარეს შეატყობინოს შესაბამისი დაუძლეველი გარემოების/გარემოებების შესახებ.

6.3. ფორს მაჟორის მოქმედების განმავლობაში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები  ჩერდება. წინამდებარე შეთანხმებით გათალისწინებული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობები განახლდება მხარეთა შემდგომი შეთანხმების საფუძველზე[A1]  ფორს მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.

6.4.      მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები თუ ფორს მაჟორი არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე.

7. კომუნიკაცია

7.1. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობებისას მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ფორმით;

7.2. მხარეთა შორის კომუნიკაცია წარმოებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7.3. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინება ადრესატის მხრიდან საჭიროებს წერილობით დადასტურებას;

7.4. თუ შეტყობინების მიღება დადასტურებული არ არის ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან მეორე დღეს;

8. დავათა გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი   

8.1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ  მხარეთა შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, დავას გადაწყვეს საქართველოს საერთო სასამართლო;

8.2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

9. კონფიდენციალურობა. პერსონალური მონაცემები

9.1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც დამკვეთმა სარეგისტრაციო ფორმაში განათვსა.

9.2. მხარეები ვალდებულნი არიან, როგორც წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ასევე მათ შორის ოფიციალური ურთიერთობის დამტავრების შემდეგ, დაიცვან წინამდებარე შეთანხმების 9.1. პუნტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

9.3.      კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეთანხმების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად.

9.3.      წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად დამკვეთი აცხადებს თანხმობას სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები ცენტრმა დაამუშავოს შემდეგი მიზნებისთვის:

9.3.1    შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესასრულებლად;

9.3.2..  სტატისტიკური/ანალიტიკური კვლევებისთვის;

9.3.3.   პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად;

9.3.4.   ცენტრის რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომსახურების განხორციელების პროცესში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა;

9.4.      ცენტრი წინამდებარე შეთანხმების 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემების კონფიდენციალურობას იცავს უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალურ მონაცემთა გადაცემა/გამჟღავნება მესამე პირებისათვის აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული მომახურების შესასრულებლად.

10. დასკვნითი დებულებები

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება მხარეებს შორის დადუბად ითვლება დამკვეთის მხრიდან ღილაკზე - „ვეთანხმები“ ხელის დაჭერით.

10.2. წინადმებარე შეთანხმება ძალაშია დამკვეთის მიერ ღილაკზე - „ ვეთანხმები“ ხელის დაჭერის მომენტიდან.

10.3.    მხარის მიერ წინადებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა/დროებით გამოუყენებლობა არ მიიჩნევა უფლებაზე უარის თქმად.

10.4.    წინანდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ ენაზე.

10.5.    წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ელექტრონული ფორსტის მეშვეობით და ცვლილებები ძალაშია მეორე მხარის მიერ ამ ცვლილებების მოწონების შემდგომ, თუ შეთანხმების სხვა მუხლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ყველა ტრენინგი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge