ივლისის თვეში საქართველოს  საგადასახადო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება და განისაზღვრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში რა ტიპის ხარჯი არ შედის.

ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საქმიანობის კომპანიებისთვის, ვისაც გარემოპირობების და საქმიანობის  სპეციფიკიდან გამომდინარე უწევთ თანამშრომლების სავალდებულოდ დაზღვევა,  საკვებით, ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნელყოფა. 

ცვლილება შევიდა IX თავის,  101-ე მუხლის მე-3 ნაწილიში, კერძოდ დაემატა "ე" და "ვ" პუნქტები:

3. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:

"ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდით მიღებული სარგებელი;

ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;

ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს."

 

ცვლილებების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

შეხვედრის ჩანიშვნა