Doing Business 2019 არის რეიტინგი, რომელსაც ყოველწლიურად ამზადებს მსოფლიო ბანკი და წლევანდელი მონაცემებით 190 ქვეყანას შორის საქართველო დაწინაურდა მე-9-დან მე-6 ადგილზე. სტატისტიკიდან გამომდინარე, ამით საქართველომ და ნორვეგიამ ჩაანაცვლა დიდი ბრიტანეთი და აშშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებთან შედარებით უფრო მარტივია ბიზნესის კეთება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში.

საქართველოში ბიზნესის დაწყება დაყვანილია ერთადერთ პროცედურამდე, რის მიხედვითაც ის ემსგავსება რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას.

Doing Business 2018 -ის რეიტინგში საქართველო მე-9, Doing Business 2017-ის რეიტინგში კი, მე-16 ადგილს იკავებდა.

 

წყარო: BloombergMarketer.ge 

შეხვედრის ჩანიშვნა